რობერტ ლევანდოვსკი: ასეთი რამ აქამდე არასდროს მიგრძნია

რობერტ ლევანდოვსკი: ასეთი რამ აქამდე არასდროს მიგრძნია

რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთმა გუშინ ბეწვის ხიდზე გაიარა. პოლონელებმა არგენტინასთან 0-2 წააგეს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაინც გავიდნენ.

პოლონეთს რომ კიდევ ერთი გოლი გაეშვა, ან პარალელურ მატჩში მექსიკას იაპონიისთვის კიდევ ერთი გაეტანა, ლევანდოვსკის გუნდი ჯგუფში ჩარჩებოდა.

შეხვედრის შემდეგ "ბარსას" პოლონელმა ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა:

ეს ტკბილი მარცხი იყო. ასეთი რამ აქამდე არასდროს მიგრძნია.
კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ საფრანგეთთან უკეთესები ვიქნებით.
დღეს თავის დაცვა ხშირად მიწევდა, განსაკუთრებით მესის წინააღმდეგ. სახალისო მცირე დუელი გვქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად წარიმართა. არგენტინას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტია.

ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლის გამო პოლონეთი 1/8-ფინალში მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს დაუპირისპირდება. თამაში 4 დეკემბერს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 დეკემბერი 2022 21:31
    0
    ციტატა: me da barca
    ერთნაირი ქულბის და ბურთების შემთხვევაში, რატომ იყო პოლონეთი მეორეზე და მექსიკა მესამეზე, როცა ურთიერთშეხვედრაშიც ფრე დაფიქსირდა, რას მიექცა ყურადღება იცის ვინმემ?

    მიღებულ ბარათებს ! მექსიკას ჰქონდა 7 მიღებული ბარათი და პოლონეთს 5
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 დეკემბერი 2022 18:34
    2
    საფრანგეთთან სულ რომ გაიხენ მაინც არამგონია შანსი ჰქონდეთ, არაფრის მაქნისი ნაკრებია პოლონეთი,ნდაჟე მესიკა ბევრად უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა საფრანგეთს და სწრაფ ტემპში მაინც ითამაშებდნენ, ამათ კიდე ლამის დაცვაში დააყენონ ლევანდოვსკი
    გულშემატკივარი [?]
    #3 1 დეკემბერი 2022 18:24
    1
    ციტატა: Iniesta_8
    კაი კაცი ხალ ლევა, მარა საფრანგეთთან შანსი არ გაქვთ ასეთი თამაშით. არგენტინამ თუ ასე გაგიტრაკათ საფრანგეთი საერთოდ არ შეგატევინებთ. თუ გააგდებთ მაგას რა ჯობია, მარა შანსი 0 სამწუხაროდ. იმედია ლევანდოვსკი მაინც შეაგდებს თავის გოლს.

    ეგ რომელი საფრანგეთი ? ტუნისთან რო წააგო ? ფრანგებს ესპანელები გამოაგდებენ ან ბრაზილიელები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 დეკემბერი 2022 14:18
    5
    მაგარი ადამიანია, ფეხბურთელობაზე რო აღარაფერი ვთქვათ. მესის კი ეუხეშა, მაგრამ აქ საქმე ჯგუფიდან გასვლას ეხებოდა და შეიძლებოდა ლეოს ერთ გასროლას ისინი მერვედფინალს მიღმა დაეტოვა. ამიტომაც მოუბოდიშა იქვე და მერე თამაშის დამთავრების შემდეგ კიდევ ილაპარაკეს ერთი წუთი. და როგორც მივხვდი ლეომ ბოდიშიც მიიღო და ის თავისი "ჟესტიც" აჩვენა ხელით გასახდელისკენ, რაც ნიშნავს: "მაისურს მოედანზე გამოსასვლელ გვირაბში მოგართმევო".
    Culé [?]
    #1 1 დეკემბერი 2022 12:56
    6
    კაი კაცი ხალ ლევა, მარა საფრანგეთთან შანსი არ გაქვთ ასეთი თამაშით. არგენტინამ თუ ასე გაგიტრაკათ საფრანგეთი საერთოდ არ შეგატევინებთ. თუ გააგდებთ მაგას რა ჯობია, მარა შანსი 0 სამწუხაროდ. იმედია ლევანდოვსკი მაინც შეაგდებს თავის გოლს.