რაფინია და ბრაზილია 1/8-ფინალში

ბრაზილიის ნაკრები საფრანგეთის შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე ტურში ბრაზილია შვეიცარიას დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს, რომელიც კაზემიროს აქტივშია.
"ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი, რაფინია ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან პირველ ტურთან შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც არა ისეთი, როგორსაც მისგან ველით. რაფინია 73-ე წუთზე შეცვალეს.
ბრაზილიას ორ ტურში 6 ქულა აქვს. ბოლო ტურში კამერუნთან ქულის აღების შემთხვევაში "სელესაო" პირველ ადგილს გაინაღდებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]