ჟოან ლაპორტა: არაუხო განასთან არ ითამაშებს

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდის ურუგვაელ ცენტრალურ მცველზე, რონალდ არაუხოზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშეს.
არაუხოს გამო ვღელავთ. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის სრულად გამოჯანმრთელებამდე არ ითამაშებს. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ტრავმის რეციდივი არ იქნება. იმედი მაქვს, პრიორიტეტი არაუხოს ჯანმრთელობა იქნება.
ის განას წინააღმდეგ არ ითამაშებს.
- ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Cope.
ურუგვაის განასთან თამაში 2 დეკემბერს აქვს, მანამდე კი სამხრეთ ამერიკელები დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. ლაპორტას სიტყვები ნიშნავს, რომ რონალდს მოედანზე ვერც დღეს ვიხილავთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]