ჟოან ლაპორტა: შემადგენლობის გაძლიერება არ გვჭირდება

ჟოან ლაპორტა: შემადგენლობის გაძლიერება არ გვჭირდება

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბის ტრანსფერებზე საუბრობს და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში გაძლიერებას არ უნდა ველოდოთ.

მომდევნო ზაფხულში 1/4-ის წესს დავუბრუნდებით. გასულ ზაფხულში უკვე გავძლიერდით და იანვარში აღარ გვჭირდება. თუ ფეხბურთელების დამატება დაგვჭირდება, ეს უფრო მოსახერხებელი იანვარში იქნება, თუმცა ისედაც კარგი შემადგენლობა გვყავს.

- ციტირებს ლაპორტას სიტყვებს COPE.

რას ნიშნავს 1/4-ის წესი და რატომ არის "ბარსელონასთვის" ტრანსფერები უფრო მოსახერხებელი იანვარში? ლა ლიგაში მოქმედი წესების თანახმად, თუ კლუბი დადგენილ სახელფასო ლიმიტს აჭარბებს, მასზე მოქმედებს 1/4-ის წესი, ანუ კლუბს ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებსა და ხელფასებში შეუძლია შემოსავლის მხოლოდ ერთი მეოთხედი დახარჯოს. მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" ლიმიტს არ აჭარბებს, რის გამოც იანვარში კლუბზე ეს წესი არ გავრცელდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონიდან ეს ლიმიტი დაიკლებს და "ბარსას" მისი დარღვევა მოუწევს.

"ბლაუგრანა" სახელფასო ხარჯის შემცირებაზე აქტიურად მუშაობს. ჟერარ პიკეს წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი საზრუნავი ჟორდი ალბას, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ფრენკი დე იონგის ხელფასები დარჩა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ახალ ფეხბურთელებამდე "ბარსას" ლა ლიგაში რონალდ არაუხოს, ინიაკი პენიას, ალეხანდრო ბალდესა და გავის კონტრაქტები ექნება დასარეგისტრირებელი, რაც პირველი გუნდის სახელფასო ხარჯს კიდევ უფრო გაზრდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 ნოემბერი 2022 03:21
    1
    მარტო მე ვამსგავსებ ლაპორტას შევარდნაძეს თუ ვინმე კიდევ სხვაც?! smiley smiley smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 ნოემბერი 2022 23:55
    0
    აი როგორც მინიმუმ მარჯვენა მცველია საჭირო, ვინგერებიც თან ორივე ფლანგზე, ასევე ნახევარმცველიც როტაციაში
    Culé [?]
    #5 28 ნოემბერი 2022 17:50
    0
    ჰო ისეთი ტოპ ტრანსფერები გაჩარხე რომ რა საჭიროა კაცო გაძლიერება,იმიტომაც ჩავრჩებით კიდე კარგა ხანს ჯგუფში მაგ მიდგომის გამო.მოდი რა აიკარი გუდა ნაბადი და გაუყევი სახლისკენ გზას.

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მაგიტოა მერე ზედიზედ 2 ჯერ ჯგუფში რომ რჩებით სამარცხვინოდ და ევროპალიგაზე ფრანკფურტები რომ გგხმარობენ. მილიონები გადაყარა და ერთი წესიერი ტრანსფერი ვერ დადო კუნდეს გარდა

    და 2 ჯერ ჯგუფში ჩარჩენით არ დასრულდება.
    Culé [?]
    #4 28 ნოემბერი 2022 16:03
    2
    მაგიტოა მერე ზედიზედ 2 ჯერ ჯგუფში რომ რჩებით სამარცხვინოდ და ევროპალიგაზე ფრანკფურტები რომ გგხმარობენ. მილიონები გადაყარა და ერთი წესიერი ტრანსფერი ვერ დადო კუნდეს გარდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ნოემბერი 2022 15:46
    3
    ჟოან ლაპორტა: შემადგენლობის გაძლიერება არ გვჭირდება
    აბა რა, დანგრეული გყავთ ევროპის ტოპ გუნდები ლიგაზე.
    Culé [?]
    #2 28 ნოემბერი 2022 15:28
    2
    აიი რაფინიას ყიდვისთვის ხარ საგინებელი მარტო გეყიდა ოლმოოო!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ნოემბერი 2022 14:24
    3
    არა რას ამბობ
    უძლიერესი მარჯვენა მცველი გვყავს 😂
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs