ჰანსი ფლიკი: ლუის ენრიკეთი აღტაცებული ვარ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. 23:00 საათზე ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.
დიდი შანსია, წაგების შემთხვევაში გერმანია ჯგუფში ჩარჩეს, ესპანეთს კი პირველი ტურის შემდეგ საქმე კარგად აქვს.
შეხვედრის წინ გერმანელთა მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი კომენტარს აკეთებს.
ლუის ენრიკეთი აღტაცებული ვარ. მან შექმნა ახალგაზრდა გუნდი დაუჯერებელი შესაძლებლობებით. ეს გუნდი ძალიან მომწონს. სამწუხაროდ ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ტიაგო ამ გუნდში არაა. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კარგია ლუის ენრიკეს გუნდი. ამ გუნდის გული სერხიო ბუსკეტსია.
ხარისხი, რომელიც გავისა და პედრის ამ ასაკში აქვთ, ფანტასტიკურია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი "ბარსელონაში" ძალიან განვითარდნენ. გარდა ამისა ეს ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებს შესანიშნავად მოერგნენ. უკნიდან მათ სერხიო ბუსკეტსი ჰყავთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]