გარი ნევილი: ფეხბურთელებს მესის აღარ ეშინიათ

წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ნევილი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სახალისო პერსონაჟად იქცა (რაშიც წვლილი ლეო მესისაც მიუძღვის).
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა მექსიკას ხვდებოდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენებაზე კი გარი ნევილმა განაცხადა.
ფეხბურთელებს ლიონელ მესის აღარ ეშინიათ. ეს არგენტინის ძალიან ცუდი თამაშია.
ამ სიტყვებიდან მალევე მესიმ საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი საგოლე გადაცემა გააკეთა და მისმა არგენტინამ 2-0 მოიგო.
ეს ის გარი ნევილია, რომელიც "ვალენსიას" ცოტა ხანი წვრთნიდა და თუ რატომ ცოტა ხანი, ეს ძალიან კარგად მოეხსენება ლიონელ მესის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]