არგენტინამ მექსიკა 2-0 დაამარცხა

ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში არგენტინასა და მექსიკას შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც ლიონელ სკალონის შეგირდებმა 2-0 იმარჯვეს.
მძიმე 1 საათის მიუხედავად, არგენტინელებმა ნავსის გატეხა შეძლეს: 64-ე წუთზე, ანხელ დი მარიას პასის შემდეგ ლეო მესიმ შორეული დარტყმით გილიერმო ოჩოას გაუტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.
მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, მესიმ ასისტიც გააკეთა, გოლი კი ენცო ფერნანდესმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2 ტურის შემდეგ "ალბისელესტე" 3 ქულით მე-2 ადგილზეა, მასზე წინ მყოფ პოლონეთს კი 1 ქულით მეტი აქვს. მე-3 ტურში ერთმანეთს სწორედ არგენტინა და პოლონეთი ხვდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]