კრისტენსენის გოლი, მაგრამ საფრანგეთის მოგება

საფრანგეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
დღეს მოქმედი ჩემპიონები დანიას დაუპირისპირდნენ. ფრანგებმა ანგარიში 61-ე წუთზე კილიან მბაპეს გოლით გახსნეს. 7 წუთში "ბარსელონას" დანიელმა ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა გაათანაბრა. თუმცა 86-ეზე მბაპემ დუბლი შეასრულა და საფრანგეთმა მეორე თამაშიც მოიგო.
კრისტენსენმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო, ისევე, როგორც ფრანგების რიგებში ჟიულ კუნდემ, რომელიც დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვიხილეთ. სასტარტოში იყო უსმან დემბელეც, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთს 2 ტურში 6 ქულა აქვს და დეშამის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი თითქმის გაინაღდა. დანიას მხოლოდ 1 ქულა აქვს და ამ გუნდს ბოლო ტურში ავსტრალიასთან აუცილებლად მოგება ჭირდება.
ანდრეას კრისტენსენის გოლი:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]