პედრიმ ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული გუნდის 20 წლის ვარსკვლავი პედრი გონსალესი კლუბსა და ნაკრებში თამაშს შორის განსხვავებაზე საუბრობს.
"ბარსელონაში" ხაზებს შორის უფრო ხშირად ვთამაშობ, რის გამოც გოლების გატანასა და საგოლე გადაცემების გაკეთებას უფრო ვახერხებ. ნაკრებში კი ბურთს უფრო ხშირად ვეხები.
- განაცხადა პერიმ COPE-სთან საუბრისას.
ესპანელმა კოსტა რიკასთან შეხვედრაზეც (7-0) ისაუბრა.
პირველი 5 წუთის შემდეგ ვიცოდი, რომ ძალიან კარგი თამაში გვექნებოდა და მოვიგებდით.
პედრი კომენტარს გუნდის კაპიტანზეც აკეთებს.
ბუსკეტსმა მე და გავის გვითხრა, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. ის ჩვენ თამაშს წინა დღეს გვესაუბრა. გვითხრა, ყურადღება არ მიგვექცია იმისთვის, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]