ლუი ვან გაალი: ჩავისა და ლუის ენრიკეს გამო ამაყი ვარ

ლუი ვან გაალი: ჩავისა და ლუის ენრიკეს გამო ამაყი ვარ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მის ყოფილ ფეხბურთელებზე, ამჟამად ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" დამრიგებლებზე საუბრობს.

ვან გაალი "ბარსელონას" ორჯერ, 1997-2000 და 2002-2003 წლებში წვრთნიდა. სწორედ მის დროს დაწინაურდა ჩავი კატალონიელთა პირველ გუნდში. იმავე დროს "ბლაუგრანაში" თამაშობდა ლუის ენრიკეც.

ლუის ენრიკე და ჩავი "ბარსელონაში" ჩემთან თამაშობდნენ. ამაყი უნდა ვიყო იმით, თუ რას მიაღწიეს მათ.
ენრიკე თავის აზრს ყველაფერზე აფიქსირებს. მას თამაში ძალიან კარგად ესმის.
ჩავის თამაში კარგად ესმის, მაგრამ მისი პიროვნების გამო არ ველოდი, რომ მწვრთნელი გახდებოდა. თუმცა გაიზარდა და ძალიან კარგად განვითარდა. მის გამო ამაყი ვარ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ნოემბერი 2022 23:50
    1
    მაგარი სურათია, ოთხკუთხა თავი ხომ არ გაქვსო და უმოწმებებ ერთმანეთს. laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ნოემბერი 2022 17:00
    0
    ციტატა: nika 54
    ლუის ენრიკე და ჩავი "ბარსელონაში" ჩემთან თამაშობდნენ. ამაყი უნდა ვიყო იმით, თუ რას მიაღწიეს მათ.
    შენთან თამაშობდნენ თუ შე იყავი იმათთან სტუმრად როგორც მწვრთნელი. ჩემთანო ისე ამბობს თითქოს აიაქსში ყავდა მიწვეული.

    მთლად მტყუანიც არაა; წვრთნიდა ამ ბიჭებს...
    ისევე, როგორც პეპს;
    კამპ ნოუზე არ მოსულა როგორც "ლუზერი", უძლიერესი აიაქსი ჰყავდა, ყველაფერი მოიგო ულამზესი ფეხბურთით;
    შეუძლია პეპის გამოს იამაყოს...
    ჟოზეც ჰყავდა ასისტენტად, მაგრამ არ ამაყობს ალბთ, თუ გაორებული განცდა აქვს, თან ამაყობს, თან სცხვენია;
    გუშინ რაც ათამაშა ჰოლანდიას, უფრო ჟოზეს შეეფერებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ნოემბერი 2022 16:55
    1
    ლუის ენრიკე და ჩავი "ბარსელონაში" ჩემთან თამაშობდნენ. ამაყი უნდა ვიყო იმით, თუ რას მიაღწიეს მათ.
    შენთან თამაშობდნენ თუ შე იყავი იმათთან სტუმრად როგორც მწვრთნელი. ჩემთანო ისე ამბობს თითქოს აიაქსში ყავდა მიწვეული.
    Culé [?]
    #2 26 ნოემბერი 2022 15:31
    0
    ხოოო, მეც ეს ერთი სიტყვა მაინტერესებს - ,,პიროვნებაში,, რა იგულისხმა?
    ისე, არიან გენიოსები, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვას აუხსნან გასაგებ ენაზე ის, რაც თვითონ იციან, და ბრაზობენ, როცა ისინი ვერ იგებენ, იმიტომ, რომ თვითონ მათთვის ყველაფერი მარტივია და უკვირთ, რატომ ვერ ითვისებენ სხვები!
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 ნოემბერი 2022 13:06
    1
    "პიროვნების გამო არ ველოდი, რომ მწვრთნელი გახდებოდა. თუმცა გაიზარდა" - ეს რას ნიშნავს?