შეხვედრა იანვარში - ბარსელონას ალბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

შეხვედრა იანვარში - ბარსელონას ალბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"ბარსელონა" მომდევნო ზაფხულისთვის სახელფასო ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებაზე ზრუნვას განაგრძობს.

ჟერარ პიკეს პრობლემა მოგვარებულია, დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს სერხიო ბუსკეტსიც. ეს ნიშნავს, რომ პრობლემური კონტრაქტებით გუნდში 3 ფეხბურთელი რჩება - ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ჟორდი ალბა.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" ტერ შტეგენთან და დე იონგთან კონტრაქტის პირობების გადახედვაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ბოლო ცნობებით კი, რომელსაც Mundo Deportivo ავრცელებს, კლუბში ალბასთან გასაუბრებასაც აპირებენ, მაგრამ არა ახალ კონტრაქტზე.

ცოტა ხნის წინ ალბამ განაცხადა, რომ აპირებს "ბლაუგრანაში" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2024 წლამდე დარჩეს. თუმცა კლუბში სხვანაირად ფიქრობენ. კატალონიური მედიის ცნობით "ბარსელონა" გეგმავს, ჟორდის იანვარში დაელაპარაკოს, საუბრის მიზანი კი მისი კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულში გაწყვეტა იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ნოემბერი 2022 16:59
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    მაინც და მაინც ეხლა? როცა ძველებურად ფორმაშია? აცადეთ სეზონი ბოლომდე..
    ისე მაგარი უცნაური ტიპია ლაპორტა, ხან მაგარ რამეს აკეთებს, ხან სულელურს..


    "ბარსელონა" გეგმავს, ჟორდის იანვარში დაელაპარაკოს, საუბრის მიზანი კი მისი კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულში გაწყვეტა იქნება.
    სწორედ სეზონის ბოლომდე აპირებენ დატოვებას.
    Culé [?]
    #4 26 ნოემბერი 2022 15:16
    3
    მაინც და მაინც ეხლა? როცა ძველებურად ფორმაშია? აცადეთ სეზონი ბოლომდე..
    ისე მაგარი უცნაური ტიპია ლაპორტა, ხან მაგარ რამეს აკეთებს, ხან სულელურს..
    გულშემატკივარი [?]
    #3 26 ნოემბერი 2022 14:20
    6
    ხელფასი რო დააკლებინონ და ბალდეს შემცვლელი იყოს ვერა?? კლასი აქვს, გადაცემებიც იცის როგორ გააკეთოს და სისწრაფე ჯერ კიდევ შემორჩა, ვფიქრობ სკამზე არაა ცუდი ვარიანტი, კიდე ვინმე ახლის ძებნას ისევ ჯობს ალბა გვყავდეს ცოტა ხანი.
    ფანი [?]
    #2 26 ნოემბერი 2022 14:17
    7
    ფინანსური საკითხი შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ ძველი ფეხბურთელებისგან ერთდროულად გუნდის დაცლამ სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ახალგაზრდული გუნდისთვის, როგორიც ახლანდელი ბარსაა და გვინდა თუ არა ალბა განასახიერებს ძველი ბარსელონას დიდებულებას იმდენად რამდენადაც კლასიკა გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო. თუნდაც ალეხანდრო ბალდეს მიერ ალბასადმი მოწიწებით საუბარი ამის ხაზგასმაა. ალონსოზე ან ბელერინზე იგივე ხო არ უთქვამს და ვერც იტყვის ობიექტური მიზეზების გამო.
    Culé [?]
    #1 26 ნოემბერი 2022 14:13
    8
    ძალიან დიდ სისულელეს იზამენ, ალბას ხელში ბალდე დაღვინდება. მასთანაც დასაჯდომია და ხელფასე დასალაპარაკებელი!