ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [25 ნოემბერი]

ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [25 ნოემბერი]

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური იწყება. გაიმართება კვლავ 4 თამაში, საიდანაც ორში მონაწილეობას "ბარსელონელების" გუნდები მიიღებენ.

20:00 საათზე ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის ნიდერლანდები ეკვადორს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ჯგუფის ლიდერები არიან და შესაძლოა, პირველი ადგილისთვის ბრძოლა ვიხილოთ.

23:00 საათზე კი "ბარსელონადან" "მილანში" განათხოვრებულ დესტს ვიხილავთ, რომლის ამერიკის შეერთებული შტატებიც ინგლისს დაუპირისპირდება. ინგლისი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, აშშ-ს კი ერთი ქულა აქვს.

ყველა თამაშის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგიძლიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ნოემბერი 2022 17:03
    0
    მე მგონი ინგლისი ულაპარაკოდ მოიგებს, თუმცა ამ მუნდიალზე ისეთი სენსაციები მოხდა, უკვე არაფრის გადაწყვეტით თქმა აღარ შეიძლება.