პედრი ინიესტასთან შეხვედრაზე: ჩემთვის ეს საამაყო მომენტია

პედრი ინიესტასთან შეხვედრაზე: ჩემთვის ეს საამაყო მომენტია

კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ ესპანეთის ნაკრებს ერთ-ერთი ვარჯიშის დროს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა.

"ფურია როხას" ეწვია ფეხბურთელი, რომელმაც ამ გუნდს ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთი მსოფლიო თასი მოაგებინა - ანდრეს ინიესტა.

ინიესტასთან შეხვედრა განსაკუთრებული იყო "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების უკვე ამოსული ვარსკვლავისთვის, პედრისთვის. სიახლე არავისთვისაა, რომ პედრის კუმირი სწორედ ანდრესია და ბავშვობაში ის ინიესტასთვის მიბაძვას ცდილობდა.

ინიესტასთან შეხვედრის შემდეგ პედრიმ ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ჩემთვის ეს საამაყო მომენტია. შევხვდი ჩემს კუმირს, როლის თამაშსაც ტელევიზორში ვუყურებდი ხოლმე. ამ შეხვედრით დიდი სიამოვნება მივიღე. ის დიდებული ადამიანია და მასთან შეხვედრით ბედნიერი ვარ.

ანდრეს ინიესტა უკვე 4 წელია, იაპონიაში ცხოვრობს და ამის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ მას პედრი პირველად შეხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ნოემბერი 2022 17:10
    1
    საინტერესოა რაზე ილაპარაკეს. იმედია ბევრ საინტერესოს მოუყვებოდა მუნდიალის შესახებ, მაგალითად როგორ გაიტანო ფინალში. blush
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2022 13:56
    9
    ესპანეთმა უნდა დადოს მსოფლიო, ეს ბარსას მომავლისთვის იქნება პირველ რიგში კარგი
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #1 25 ნოემბერი 2022 12:18
    10
    როგორ მომენატრა ინიესტას თამაშის ყურება😔❤️1 წელიც რო გაჩერებულიყო არაფერი დაშავდებოდა