ჟიულ კუნდე სასტარტოში იქნება, მაგრამ არა ცენტრალურ მცველად
არაერთი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელის ტრავმის გამო გამოკლების მიუხედავად საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. იმდენად ძლიერი, რომ არაერთი კარგი მოთამაშე სათადარიგოთა შორის რჩება.
პირველ ტურში სათადარიგოზე მოხვედრილ ფეხბურთელთა შორისაა ჟიულ კუნდეც. "ბარსელონას" მცველი თამაშში მხოლოდ 89-ე წუთზე ჩაერთო. თუმცა თუ L'Equipe-ს დავუჯერებთ, ხვალ გასამართ დაპირისპირებაში ჟიულს სასტარტოში ვიხილავთ.
ხვალ მოქმედი ჩემპიონები ანდრეას კრისტენსენის დანიას ხვდებიან. ფრანგული პრესის ცნობით დიდიე დეშამმა გადაწყვიტა, რომ კუნდე სასტარტოში დააყენოს, თუმცა არა ცენტრალურ მცველად. ის დაცვის მარჯვენა ფლანგზე ბენჟამინ პავარის ადგილს დაიკავებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]