კლაუდია პინას შედევრი და მარტივი მოგება ბაიერნთან

კლაუდია პინას შედევრი და მარტივი მოგება ბაიერნთან

რამდენიმე წუთის წინ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც "ბარსელონამ" "ბაიერნს" "კამპ ნოუზე" უმასპინძლა.

"ბარსელონას" "ბაიერნზე" ბევრად კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ წინსასეზონო მზადების დროს გამართულ ამხანაგურ მატჩში კატალონიელები ბავარიელებთან დამარცხდნენ, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა საფრთხილო იყო.

პირველ ტაიმში "ბარსა" დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმის მეორე წუთზევე ჩრგორჩევიჩის კარგ თამაშს ჟეიზის მარტივი გოლი მოჰყვა.

მე-60 წუთზე კიდევ ერთი შეტევა მარცხნიდან, ფრიდოლინა როლფოს პასი და გუნდის ლიდერის, აიტანა ბონმატის კარგი გოლი.

მესამე და ბოლო გოლი შედევრი გამოვიდა, მისი ავტორი კი კლაუდია პინაა.

3 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით ჯგუფს "ბარსელონა" ლიდერობს, "ბაიერნი" კი 6 ქულით მეორე ადგილზეა.

7 დეკემბერს ეს გუნდები ერთმანეთს უკვე "ალიანც არენაზე" დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 ნოემბერი 2022 23:43
    0
    ჩრგორჩევიჩი რა გვარია, კინაღამ ენა მოვიტეხე. ინგლისურად სხვანაირად წერია,
    -- C r n o g o r c e v i c
    Culé [?]
    #5 25 ნოემბერი 2022 20:09
    0
    პუტელა გვაკლია მაგრად. 3-0-ებს იგებენ, რეგრესია!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ნოემბერი 2022 17:36
    1
    მესამე რა გატენა პინამ. ამას პლასტიკური გაუკეთონ და რაფინია შეცვალოს ხოლმე.
    Culé [?]
    #3 25 ნოემბერი 2022 14:58
    1
    ციტატა: jack slater
    გავაუქმოთ კაცების გუნდი,მაინც სამარცხვინოდ თამაშობენ.

    joy ისე, შერეული გუნდი რომ იყოს არა? კაცებიც და ქალებიც..
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2022 08:05
    1
    გავაუქმოთ კაცების გუნდი,მაინც სამარცხვინოდ თამაშობენ.
    Culé [?]
    #1 24 ნოემბერი 2022 23:53
    6
    heart_eyes ბრავო გოგონებს!!! ამათ მაინც ამოიყარონ ჯავრი!
    persevere კაცები როდის გვაღირსებენ რომ საზიზღარი მიულერის დამცინავი სიფათი აღარ დავინახოთ!!!