მანჩესტერ იუნაიტედი იანვარში მემფის დეპაის შეძენას შეეცდება
Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" მემფის დეპაის შეძენას შეეცდება.
გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ინგლისელთა თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი უნივერსალ შემტევს ეძებს. ერთ-ერთი კი სწორედ დეპაია, მაგრამ კლუბი, პსვ-ის ფეხბურთელით, კოდი გაკპოთიც ინტერესდება.
წყაროს ცნობით, "იუნაიტედი" მემფისს შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუკეთებს, თუ "ბარსელონა" ნიდერლანდელს კონტრაქტს გაუწყვეტს, რადგან "წითელ ეშმაკებს" მის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ სურთ.
თავის მხრივ, მოთხოვნები დეპაისაც აქვს: ის იანვარში "ბარსადან" წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას სრულად მიიღებს და მისი მომავალი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ("მანჩესტერი" კი ევროპა ლიგაზეა).
"ბარსელონაში" ურჩევნიათ, ნიდერლანდელი ზამთარში €5 მილიონად გაყიდონ, ვიდრე ზაფხულში უფასოდ დაკარგონ. ამასთან, ეს კლუბს სახელფასო ფონდსაც შეუმცირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]