ანდრეს ინიესტა: არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობა შეუძლია

ანდრეს ინიესტა: არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობა შეუძლია

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს:

ესპანეთმა კოსტა რიკის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ითამაშა. ახლა ფოკუსი გერმანიასთან მატჩზეა.

ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებსა და "ბარსელონაში" ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.

პედრი პედრია, ინიესტა კი - ინიესტა. ჩვენ განსხვავებულნი ვართ. მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს - მოძრაობები, ბურთის კონტროლი. 

ლუის ენრიკეს სტრიმები აჩვენებს, რომ ის თანამედროვე მწვრთნელია. საკუთარი ფიქრების ხალხთან ასე პირდაპირ გაზიარება შესანიშნავი იდეაა.

ხვალ ნაკრების სავარჯიშო სესიაზე მივალ. პედრის, გავის, ბუსკეტსისა და ალბას ნახვით ბედნიერი ვიქნები... რა თქმა უნდა, ლუის ენრიკესიც.

პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობა შეუძლია. გაიხსენეთ, 2010 წელს პირველ შეხვედრაში ჩვენც დავმარცხდით. მუნდიალზე ლეოს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ის ნომერ პირველია.

მუნდიალამდე მესის ვესაუბრე და დოჰაში შეხვედრის შესაძლებლობა განვიხილეთ.

შესანიშნავია, რომ გავის ერთ-ერთი კუმირი ვარ. იმ დროზე ვფიქრობ, როცა ისეთ მოთამაშეებს ვაკვირდებოდი, როგორებიც გვარდიოლა და ლაუდრუპი იყვნენ. ეს მეამაყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ნოემბერი 2022 18:30
    0
    შესანიშნავია, რომ გავის ერთ-ერთი კუმირი ვარ. იმ დროზე ვფიქრობ, როცა ისეთ მოთამაშეებს ვაკვირდებოდი, როგორებიც გვარდიოლა და ლაუდრუპი იყვნენ. ეს მეამაყება.
    ძალიან სწრაფად გარბის დრო, თითქოს გუშინ იყო ესეც და ჩავიც ზამენაზე რო შემოდიოდნენ ხოლმე.