ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [24 ნოემბერი]
![ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [24 ნოემბერი] ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [24 ნოემბერი]](/uploads/posts/2022-11/araukho-raphini.webp)
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 4 თამაში გაიმართება, საიდანაც ორში მონაწილეობას "ბარსელონელების" გუნდები მიიღებენ.
17:00 საათზე რონალდ არაუხოს ურუგვაი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს მოედანზე ვერ ვიხილავთ. მას ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს.
23:00 საათზე საქმეში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, ბრაზილიის ნაკრებს ვიხილავთ, რომლის შემადგენლობაშიც რაფინია გამოდის.
ყველა თამაშის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგიძლიათ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]