ესპანეთის ნაკრებმა კოსტა რიკა 7-0 გაანადგურა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთსა და კოსტა რიკას შორის E ჯგუფში გამართული შეხვედრა, რომელშიც "ფურია როხამ" მეტოქე 7-0 დაამარცხა.
ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლები დანი ოლმომ, მარკო ასენსიომ, ფერან ტორესმა (2), გავიმ, კარლოს სოლერმა და ალვარო მორატამ გაიტანეს. მეორე გოლისას ჟორდი ალბამ ასისტი მიითვალა.
გავის გოლი ულამაზესი გამოდგა და ამასთან, ის ყველაზე ახალგაზრდა (18 წლისა და 110 დღის) ესპანელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია.
რაც შეეხებათ სხვა "ბარსელონელებს" - ეზ აბდეს მაროკომ ხორვატიასთან ფრედ, 0-0 ითამაშა. თავად ეზალზული შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩაერთო.
ტერ შტეგენის გერმანიამ კი იაპონიასთან სენსაციური მარცხი განიცადა და 1-2 წააგო. თავად მარკს არ უთამაშია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]