ბარსელონელების დღევანდელი შედეგები

ბარსელონელების დღევანდელი შედეგები

დღეს "ბარსელონელემა" მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის 3 მატჩში მიიღეს.

ანდრეას კრისტენსენმა ტუნისთან შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისმა გუნდმა ვერ მოიგო და ფრეს დასჯერდა.

დანია-ტუნისის მსგავსად, მექსიკა-პოლონეთიც 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 58-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტის გატანა ვერ მოახერხა, რადგან, როგორც ყოველთვის, გილიერმო ოჩოა მუნდიალზე ფორმაშია.

რაც შეეხება მესამე შეხვედრას - საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია 4-1 გაანადგურა. უსმან დემბელემ მოედანზე 76 წუთი გაატარა და კილიან მბაპეს მესამე გოლისას ასისტიც გაუკეთა. ჟიულ კუნდე თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.

ხვალ ეზ აბდეს მაროკო ხორვატიას შეხვდება, ტერ შტეგენის გერმანია იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ესპანეთი კი, სადაც არაერთი "ბარსელონელი" ასპარეზობს, კოსტა რიკას შეერკინება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ნოემბერი 2022 14:31
    0
    როგორი საყურებელია მესის გვერდზე რო ერთი ნორმალური თანაგუნდელი არ ჩანს, მარტო რა უნდა ქნას დაცვაში დადგეს გოლს რო გაიტანს?
    წევრი [?]
    #3 23 ნოემბერი 2022 12:28
    2
    Ochoa mevaseba 2014 wlidan braziliastan raebi aketa tipma
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ნოემბერი 2022 02:23
    4
    აუ ოჩოა რა კაცია😄, ტიპი ოთხ წელიწადში ერთხელ ჩნდება, იქცევა პრაიმ ნოიერად და მერე იძინებს😄
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2022 02:00
    7
    კიდეკაი ვერგაიტანა ამჩემისამ