ლიონელ მესი: ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს

საუდის არაბეთთან წაგებული მატჩის შემდეგ ლიონელ მესი კომენტარს აკეთებს:
ეს ძალიან რთულია. ასეთ სტარტს არ ველოდით. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მომდევნო მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ. შემდეგი 2 შეხვედრა უნდა მოვიგოთ - ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
მიზეზებს არ ვეძებთ. ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს.
ფანებს ნდობას ვთხოვ... ეს გუნდი არ დანებდება.
ძლიერები ვართ, რაც წინა მატჩებში ვაჩვენეთ.
ლეო მესიმ არაბეთთან მატჩში არგენტინა დააწინაურა, მაგრამ მეტოქემ შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გოლით მესი გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც 4 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.
"ალბისელესტე" 26 ნოემბერს მექსიკას შეხვდება, 4 დღის შემდეგ კი - პოლონეთს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]