ლაუტარო მარტინესი: წინ 2 ფინალი გვრჩება

ლაუტარო მარტინესი: წინ 2 ფინალი გვრჩება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა არგენტინამ აშკარა აუტსაიდერ საუდის არაბეთთან 1-2 წააგო.

მატჩი საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

გარკვეული დეტალები ყველაფერს წყვეტს და ისინი უნდა გამოვასწოროთ.

პირველ ტაიმში მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია, და წინ 2 ფინალი დაგვრჩა.

ეს მარცხი მტკივნეულია. ვიმედოვნებდით, რომ მუნდიალს მოგებით დავიწყებდით. მაგრამ ეს წარსულში რჩება, ახლა კი მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

- განაცხადა არგენტინელთა შემტევმა, ლაუტარო მარტინესმა მატჩის შემდეგ.

დღეს არაბეთის კარში ლაუტარომ დუბლი შეასრულა, თუმცა ორივე გოლისას თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამავე მიზეზით გაუუქმდა ერთი გოლი ლიონელ მესისაც.

რაც შეეხება ჩათვლილ გოლებს - ანგარიში მეათე წუთზე ლეო მესიმ პენალტით გახსნა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სალეჰ ალ შეჰრისა და სალემ ალ დაუსარის გოლებით არაბებმა წინ გასვლა მოახერხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 23 ნოემბერი 2022 14:45
    1
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: Giorgi99
    მარტინესი ბარსას ფეხბურთელია? მესიმ კარგად დაულაიქა ის ფოტო ბარსას რომ გაუტანა. ვინაღვლო ეხლა მარტინესზე.

    ბარსას ფეხბურთელობა რა შუაშია. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბარსამანიას მომხმარებელთა 88% არგენტინას ქომაგობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრებში არცერთი ბარსელონელი არ თამაშობს. მიზეზიც გასაგებია. შედეგად, გადაწყდა, რომ მუნდიალზე არგენტინის მატჩები ისე გაშუქდეს, როგორც ესპანეთის (რომელსაც მხოლოდ 4% ქომაგობს).

    მწერალს ვეთანხმები, ყველას გვინდა ლეო(ბარსელონას სიმბოლო) აუცილებლად გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ყველა ტიტულით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 ნოემბერი 2022 02:45
    3
    მწერალი მართალია;
    არგენტინას აქ ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს;
    ესპანეთის მაგივრად კატალონია რომ გამოდიოდეს (გაერთიანებულ სამეფოშიც ხომ არის ცალკე ინგლისი,შოტლანდია,უელსი, ჩრდ. ირლანდია) მაშინ ცალსახად სხვა სიტუაცია იქნებოდა;
    თუმცა ლუჩო ძმაა, ეგზორციზმი აწარმოა და შეძლებისდაგვარად წმენდს "თეთრი მოსიარულეებისგან" მის გუნდს
    მაგრამ მოვა რომელიმე რუბიალესი/ტებასი/პერესის კაცი მწვრთნელად და ჩაითვნება, რომ ყველაფერი მადრიდი ყოფილა;
    თუმცა მაინც სიმპათიები გვქვს და ფურია როხა შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით და 8 ბარსელონელით
    Culé [?]
    #6 22 ნოემბერი 2022 19:15
    8
    უკაცრავად მაგრამ ცოტა ზედმეტი პოსტებია არგენტინაზე კაი მესი გავიგეთ და ეს უმაქნისი ლაუტარი რას ლაპარაკობს აქ რატომ იდება.?
    Culé [?]
    #5 22 ნოემბერი 2022 18:53
    0
    რა უნდა გაგეტანათ ან რა უნდა მოიგოთ ?? დაცვა დაცვას არ გავს და გუნდი გუნდს თქვენ თუ მესის იმედათ ხართ ძაან ცოდოა თქვე დოდოლებო . ერთი რამ ფაქტია ერთი გაიტანეთ და ისიც 11-მეტრიანით 🤣🤣
    Culé [?]
    #4 22 ნოემბერი 2022 18:35
    0
    მართალი ხარ ლაუ, წინ 2 ფინალი გელის, რადგან მასეთი ფეხბურთით მესამეს ნამდვილად ვერ ითამაშებ :D

    ეკვადორი ნაადრევად გაიშიფრა და არგენტინამ წამოიღო 7 ნახევარი მილიონი, რაგინდათ ფორმაშია ფიფა :))))
    მწერალი [?]
    #3 22 ნოემბერი 2022 18:26
    3
    ციტატა: Giorgi99
    მარტინესი ბარსას ფეხბურთელია? მესიმ კარგად დაულაიქა ის ფოტო ბარსას რომ გაუტანა. ვინაღვლო ეხლა მარტინესზე.

    ბარსას ფეხბურთელობა რა შუაშია. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბარსამანიას მომხმარებელთა 88% არგენტინას ქომაგობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრებში არცერთი ბარსელონელი არ თამაშობს. მიზეზიც გასაგებია. შედეგად, გადაწყდა, რომ მუნდიალზე არგენტინის მატჩები ისე გაშუქდეს, როგორც ესპანეთის (რომელსაც მხოლოდ 4% ქომაგობს).
    --------------------
    🔵🔴
    ფანი [?]
    #2 22 ნოემბერი 2022 18:23
    4
    მარტინესი ბარსას ფეხბურთელია? მესიმ კარგად დაულაიქა ის ფოტო ბარსას რომ გაუტანა. ვინაღვლო ეხლა მარტინესზე.
    Culé [?]
    #1 22 ნოემბერი 2022 18:19
    4
    მგონია რომ მაინც 1 ადგილით გავლენ.