ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [22 ნოემბერი]
![ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [22 ნოემბერი] ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [22 ნოემბერი]](/uploads/posts/2022-11/1669100417_mesi.webp)
მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება და დღეს საქმეში მძიმე არტილერია ერთვება. ოთხი თამაშიდან "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ოთხივე საინტერესოა, განსაკუთრებით კი ის, რომელშიც "ბლაუგრანას" ფეხბურთელი არ თამაშობს.
დღის პირველ მატჩში ლეო მესის არგენტინა საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. მესიც "ბარსელონელია", აბა ვინაა, ის სამუდამოდ "ბარსელონელია".
არგენტინის თამაში 14:00 საათზე იწყება.
17:00 საათზე ანდრეას კრისტენსენის დანია ტუნისს დაუპირისპირდება.
20:00 საათიდან რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი პირველი გოლის გატანას შეეცდება. პოლონეთის მეტოქე მექსიკა იქნება.
23:00 საათზე კი საქმეში ტრავმებისგან შესუსტებული საფრანგეთის ნაკრები ჩაერთვება, რომლის რიგებშიც ჟიულ კუნდე და უსმან დემბელე თამაშობენ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.
ოთხივე ამ თამაშის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგიძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]