ვინ არის იუსუფა მუკოკო და რატომ უკავშირებენ მას ბარსელონას?

ვინ არის იუსუფა მუკოკო და რატომ უკავშირებენ მას ბარსელონას?

"ბარსელონა" მინიმუმ მომავალ ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს არ შეიძიენს, მატეუ ალემანი კი ძირითადად თავისუფალი აგენტების მოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სულ რაღაც 1 თვეში სსვა კლუბთან მოლაპარაკებების გამართვა შეეძლება, დორტმუნდის "ბორუსიას" 18 წლის თავდამსხმელია - იუსუფა მუკოკო ბრწყინვალე სეზონს ატარებს და გერმანიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადშიც მოხვდა.

Sport-ის ინფორმაციით, მუკოკოს პრიორიტეტი "დორტმუნდში" დარჩენა იქნება, მაგრამ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარანტია და კონტრაქტში ხელმისაწვდომი გამოსასყიდი თანხის მითითება სურს. თუმცა, თუ ის თანახმა იქნება, "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის სახელფასო სტრუქტურას მოარგოს.

როგორ ჩაჯდება ის "ბარსას" სისტემაში? კატალონიურ გრანდს შეტევაში უკვე საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს, ჩავის კი მუკოკოს სახით, შესაძლოა, კიდევ ერთი ძალა დაემატოს.

იუსუფას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 6 გოლი და 4 ასისტი აქვს, თანაც ისე, რომ სასტარტოდან მხოლოდ 8 შეხვედრა დაიწყო. ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მას გოლების გატანის უნარი აქვს და აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში გამოკვეთილ ცენტრფორვარდად თამაშობს. 

მუკოკოს ორივე ფეხით თამაში შეუძლია და ჭკვიანური მოძრაობებით გამოირჩევა, რისი წყალობითაც თავისთვის სივრცეებს იდეალურად ითავისუფლებს. ზოგადად, "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი, ედინ ტერზიჩი იუსუფას ცენტრში იყენებს, მაგრამ ზოგჯერ ის მარცხენა ფლანგზეც გადადის. ამის მაგალითი ჩემპიონთა ლიგაზე, "ბორუსიასა" და "სევილიას" შორის გამართულ მატჩში ვიხილეთ, როცა მუკოკომ მეტოქეს აჯობა და დიდებული გადაცემა შემოგვთავაზა.

ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება გერმანელს მოვუძებნოთ, მეორე სართულზე თამაშია - ეს "ბარსელონასთვის" არცისე კარგია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კატალონიურ გრანდში ცენტრფორვარდებისგან ამას დიდად არ მოითხოვენ.

როგორც ვთქვით, მუკოკოს მოწინააღმდეგის ჩამოშორება და სივრცეებით სარგებლობა შეუძლია. მწვრთნელს შეეძლება, ის მარცხენა გარემარბადაც გამოიყენოს, მაგრამ საბოლოოდ, ეჭვგარეშეა, რომ გერმანელი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში ცენტრფორვარდი იქნება.

ფერან ტორესს, უსმან დემბელესა და რაფინიას თამაში მარჯვენა ფლანგზე ურჩევნიათ, რაც ნიშნავს, რომ მუკოკო ანსუ ფატის კონკურენტი და ასევე, ლევანდოვსკის დუბლიორი იქნება. იუსუფა პოლონელი ვარსკვლავისგან ბევრს ისწავლის, მაგრამ, რა თქმა უნდა, სათამაშო დროც უნდა მიიღოს.

თუ "ბარსას" მუკოკოს შეძენა სურს, შესაძლოა, ამან ერთ-ერთი შემტევის წასვლა დააჩქაროს. დიდი ალბათობით, ეს ფეხბურთელი უსმან დემბელე იქნება, რადგან ჯერ უცნობია, ფრანგი კონტრაქტს გაახანგრძლივებს თუ ზაფხულში გაყიდიან.

ყოველ შემთხვევაში, მუკოკო მარცხენა ფლანგზე ანსუ ფატის კონკურენტი იქნება და შეეცდება, მომავალში ლევანდოვსკის პოზიცია გადაიბაროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 22 ნოემბერი 2022 22:55
    0
    ციტატა: Don_Andresito
    არაა ეს მომსვლელი ჯერ. იცის რო სკამიდან არ ააყენებენ. ლევას წასვლამდე დაიცდის.

    ეს რო დაიცდის როგორ გგონია ლევას წასვლამდე ბარსა ვინმეს არ მოიყვანს ამას თუ არა? ბარსა არ დაიცდის საქმეც მაგაშია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ნოემბერი 2022 21:12
    0
    დორტმუნდის მსგავსი ვაჭრუკანა გუნდი ბევრი არ არის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2022 12:26
    0
    დიდი ალბათობით კი არა რაც შეიძლება დროზე გაყიდონ დემბელე, არ გამოვა მაგისგან არაფერი. სეზონში 2-3 ბურთი და 5 თამაშში ერთხელ ფაფხური, ისიც მალიორკებთან და ელჩეებთან.
    [?]
    #1 22 ნოემბერი 2022 03:19
    0
    არაა ეს მომსვლელი ჯერ. იცის რო სკამიდან არ ააყენებენ. ლევას წასვლამდე დაიცდის.