ხავიერ მასკერანო: ვიმედოვნებ, ბარსელონაში დავბრუნდები, კლუბი ძალიან მენატრება

ხავიერ მასკერანო: ვიმედოვნებ, ბარსელონაში დავბრუნდები, კლუბი ძალიან მენატრება

"ბარსელონას" ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო კატალონიურ გრანდში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს:

ერთ დღესაც "ბარსაში" დაბრუნება? ვიმედოვნებ, ასე მოხდება. სიმართლე ისაა, რომ "ბარსელონა" ძალიან მენატრება. *იცინის*

ჩავიში ეჭვი არ მეპარება. ის ძალიან ინტელიგენტი ადამიანი და ჩემი მეგობარია. ერნანდესს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ... ის გუნდის შენების პროცესშია და დრო სჭირდება. 

"ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგაზე ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა, მაგრამ ლა ლიგაში შესანიშნავად გამოიყურება. ვფიქრობ, ახლა გუნდი სწორედ ესპანეთის ჩემპიონატზე უკვე ფოკუსირდეს, რადგან ეს ჩემპიონობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ესპანეთს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, მაგრამ მათ ნაკრებს სათავეში დიდებული სპეციალისტი უდგას - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ლუის ენრიკემ ეს ერთა ლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე უკვე დაამტკიცა. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად იასპარეზებს. 

ლუჩოს სტრიმები? დიდებულია... ის საუკეთესოა. *იცინის*

ვხედავთ, რომ მესი და მისი თანაგუნდელები ძალიან სტაბილურად თამაშობენ და თავდაჯერებულობა აქვთ - ეს იმედსა და რწმენას გვაძლევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ნოემბერი 2022 21:17
    0
    კაი კაცი ხარ შენ ხავიერ
    ფანი [?]
    #2 22 ნოემბერი 2022 16:31
    0
    ეს უნდა იყოს ჩავის თანაშემწე და არა თავის დასლეებული ძმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ნოემბერი 2022 12:28
    0
    "პატარა ბოსი" ასე ეძახდნენ ნაკრებში მოფერებით.