ლეო მესი: ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ალბათ, ჩემთვის ბოლოა

ლეო მესი: ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ალბათ, ჩემთვის ბოლოა

არგენტინის ნაკრების ლიდერი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ მუნდიალზე მეტჯერ, დიდი ალბათობით, აღარ ითამაშებს. 

ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ბოლო შანსი მაქვს, ჩემი უდიდესი ოცნება ავისრულო - ალბათ, კიდევ ერთ მუნდიალზე აღარ ვითამაშებ.

როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

სასიამოვნოა, რომ ბევრ არაარგენტინელს სურს, მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. ამ სიყვარულისთვის მადლობელი ვარ. 

ხვალინდელ მატჩამდე თანაგუნდელებს ვეტყვი, რომ სიამოვნება მიიღონ, რადგან მათ ასაკში თავად მე ამას არ ვაკეთებდი.

სულ ვთამაშობდი და ბევრმა რაღაცამ შეუმჩნევლად ჩაიარა. ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. დღეს ყურადღებას ყველაფერს ვაქცევ, მთავარი კი სიამოვნებაა.

მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია. ატმოსფერო, ახალი დასაწყისი მატჩის წინ - ეს განსაკუთრებული რამაა.

არანაირი პრობლემა არ მაქვს. გავიგე, რომ ჭორები გავრცელდა, თითქოს სავარჯიშო სესიის ნაწილი გამოვტოვე. არაფერი მსგავსი, ეს უბრალოდ თავის დაზღვევა იყო.

ამჟამინდელი შემადგენლობა 2014 წლის გუნდს მახსენებს - ის არგენტინაც ძალიან ძლიერი იყო, ისევე, როგორც ახლანდელი. ერთიანი კოლექტივი ვიყავით; ვიცოდით, მოედანზე რა უნდა გაგვეკეთებინა. ყატარში ასეთი ფორმით ჩამოსვლა დიდებულია - ეს თავდაჯერებულობას გვმატებს.

არგენტინის ნაკრები პირველ მატჩს ხვალ, 14:00 საათზე, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2022 13:38
    0
    ციტატა: La Pulga10
    მეფემ ხვალ უნდა გამოისვას ტრაკში არაბები

    სად გამოისვავს არვიცი, მაგრამ არაბები რო ბევრ ტუალეტის ქაღალდს გახარჯავენ იასნია.
    Culé [?]
    #1 21 ნოემბერი 2022 22:30
    11
    მეფემ ხვალ უნდა გამოისვას ტრაკში არაბები
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid