დე იონგის საგოლე პასი და ნიდერლანდების რთული მოგება

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ნიდერლანდების ნაკრებმა ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა ფრენკი დე იონგის საგოლე პასის წყალობით გამარჯვება მაინც მოიპოვა.
ნიდერლანდები პირველ ტურში სენეგალს ხვდებოდა. პირველ ტაიმში ევროპელებს არა უშავდათ, მაგრამ შესვენების შემდეგ აშკარად უკლეს, იმდენად, რომ მოედანზე მემფის დეპაის შესვლა გახდა საჭირო. არადა გუნდის ლიდერი ტრავმის გამო 2 თვეა, უთამაშებელია და თითქოს მისი მოედანზე ხილვა დღესაც გამორიცხული იყო.
ნიდერლანდებმა თამაში 2-0 მოიგეს, მაგრამ მეორე გოლი მე-8 დამატებულ წუთზე გავიდა, გადამწყვეტი კი 84-ე წუთზე გატანილი ბურთი იყო, როდესაც ფრენკი დე იონგის კარგ გადაცემას კოდი გაკპომ ზუსტი თავური მოაყოლა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე გოლი სენეგალის ნაკრების მეკარის შეცდომას მოჰყვა.
ფრენკი დე იონგმა სრულად ითამაშა, დეპაი კი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]