ჟორდი ალბა: ჩემთვის ლუის ენრიკე მსოფლიოში საუკეთესოა

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი ჟორდი ალბა საკუთარ თავზე, ალეხანდრო ბალდეზე, ლუის ენრიკესა და ლეო მესისთან მის კავშირზე საუბრობს.
ვფიქრობ, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება უკვე მომწიფებული ვარ. ახლა თამაში უკეთ მესმის და ვინაიდან უკვე ვეტერანი ვარ, ვცდილობ, ახალგაზრდებს მეტად დავეხმარო.
ბალდე დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც ელიტაში ჯერ ცოტა დრო აქვს გატარებული. მაგრამ ის "ბარსელონაში" ხშირად თამაშობს და ძალიან სწრაფად სწავლობს. მას წინ ძალიან კარგი მომავალი აქვს.
ჩემთვის ლუის ენრიკე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. დიდი სიამოვნებაა, რომ ნაკრებს ის წვრთნის.
მესისთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებული იყო. თითქმის ყველა გოლი მისი პასით მაქვს გატანილი და მეც მას ბევრი საგოლე გადაცემა გავუკეთე.
- ციტირებს ალბას სიტყვებს As.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]