ანსუ ფატი დამატებით ვარჯიშობს

ანსუ ფატი დამატებით ვარჯიშობს

"ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი ანსუ ფატი მსოფლიო ჩემპიონატს ძალიან დიდი შემართებით ხვდება. აშკარაა, რომ 20 წლის ფეხბურთელს ძველებურ დონეზე დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.

ფატი ჯერ 20 წლისაა და მას ტრავმის გამო უკვე დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა, რაც ძალიან დიდი დროა. ანსუმ ძველი ფორმის დაბრუნება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, რის გამოც მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა ლუჩომ ახალგაზრდა თავდამსხმელს ნდობა ბოლო მომენტში გამოუცხადა.

როგორც ჩანს, ფატიმ გადაწყვიტა, მწვრთნელს ნდობა გაუმართლოს. ანსუ ესპანელთა სასტარტო შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება, მაგრამ "ფურია როხას" შეტევის ისეთი ჩამოყალიბებული ძირითადი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავს, ანსუ უშანსოდ რომ იყოს.

Relevo-ს ინფორმაციით ანსუ ფატი კატარის სიცხეში დამატებით ვარჯიშებს არ ერიდება. გუშინ საღამოს ესპანელებს არ უვარჯიშიათ, თუმცა გამონაკლისი იყო ფატი, რომელიც სავარჯიშო მოედანზე მივიდა და კარში დარტყმებში ვარჯიშობდა.

იმედია, ანსუს თავდადება დაუფასდება და ის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 21 ნოემბერი 2022 18:02
    1
    ზუსტად დარტყმა იყო ის, რაც ამ სეზონში ყველაზე მეტად აკლდა, ძაან კაი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ნოემბერი 2022 14:31
    3
    იმედია მისი წყალობით ფინალშიც გავლენ და იქ დამარცხდებიან სამწუხაროდ არგენტინასთან. მანამდე კი ბრაზილია გააგდონ.
    Culé [?]
    #1 21 ნოემბერი 2022 12:44
    5
    ნამდვილად გამოიღებს შედეგს, თავდადება და შრომა!