ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე

ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი გუშინ დაიწყო, "ბარსელონასთვის" კი დღეს იწყება, რადგან პირველ "ბარსელონელებს" საქმეში დღეს ვიხილავთ.

დღის მეორე მატჩში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ნიდერლანდების ნაკრებში მემფის დეპაი და ფრენკი დე იონგი თამაშობენ, თუმცა დღეს მოედანზე მხოლოდ ფრენკის ვიხილავთ, რადგან მემფისი ტრავმირებულია.

დღის ბოლო შეხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატები უელსს დაუპირისპირდება. ამერიკელთა შემადგენლობაში მოედანზე ვიხილავთ "ბარსადან" "მილანში" განათხოვრებულ სერჟინიო დესტს. თამაში 23:00 საათზე დაიწყება.

ორივე ამ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გვთავაზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ნოემბერი 2022 14:38
    0
    დეპაი იმედია დარჩება უთამაშებელი და გაყიდვაზე რო მიდგება საქმე მერე არჩიოს სად ჯობია.