ფრენკი დე იონგს მსურველები კვლავ ჰყავს, მაგრამ ბარსელონა მის გაყიდვას არ აპირებს

ფრენკი დე იონგს მსურველები კვლავ ჰყავს, მაგრამ ბარსელონა მის გაყიდვას არ აპირებს

Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგის შეძენით კვლავ ინტერესდებიან, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია. 

საქმე ისაა, რომ "ბარსელონა" ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაყიდვას აღარ აპირებს. კლუბში მის გასხვისებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან, თუ ისეთ შემოთავაზებას მიიღებენ, რომელზეც უარს ვერ იტყვიან.

მიმდინარე სეზონში დე იონგი ნამდვილად ბრწყინვალეა და ჩავი ერნანდესის ნდობა მოიპოვა. თანაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსას" დატოვებს, რაც ნიშნავს, რომ ფრენკის თავის ფავორიტ პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ნოემბერი 2022 20:21
    0
    ეს რომ გაეტანა 10 მილიონს მოუმატებდა მინუმუმ barca-7
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ნოემბერი 2022 14:42
    2
    120 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გაყიდონ, მაგრამ თუ როგორც ითქვა ხელფასს დაიკლებსო მაშინ დარჩეს ჯობია.
    ფანი [?]
    #3 21 ნოემბერი 2022 10:44
    1
    ხოდა იანვარშივე დატოვოს კლუბი ეყოს კვერცხების ძალა და დაახვიოს უკვე აღარაა ბუსკეცის დროს ან ხავის ბოლო სეზონივით ხანდახანა ათამაშონ და ფრენკი დააყენონ აქედანვე საყრდენზე რომ გაიგონ მართლა ქეთინოა თუ საყრდენი მისი ბუნებრივი პოზიციაა
    Culé [?]
    #2 21 ნოემბერი 2022 10:30
    1
    ან გაყიდეთ ან კიდევ გადაუხადეთ მაშინ ხელფასი, ყველაფერში უნიათოები რატომ არიან. მესისთვის არ ჰქონდათ 50 მილიონი და ამას 40 უხდიან.
    Culé [?]
    #1 21 ნოემბერი 2022 03:25
    2
    დე იონგი - გავი - პედრი ყველაზე ახლოსაა ხვი ბუსმეცი ინიესტას სამეულთან. ვისურვებდი არ გაეყიდათ მაისნ როცა ალბას, უმტიტს ბუსკეცსაც სამწუხაროდ, დეპაის ტყუილად უხდიან ხელფასს დე იონგის გაყიდვაზე დამწყდებოდა გული.
    თუ მას გაყიდიან არ ვიცი ვინ, როდრი ვითომ? ვინ უნდა მოიყვანოს ბარსამ.