17 ბარსელონელი და 15 ლა მასიელი მსოფლიო ჩემპიონატზე

17 ბარსელონელი და 15 ლა მასიელი მსოფლიო ჩემპიონატზე

დღეს მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო - ენერ ვალენსიას დუბლით ეკვადორმა მასპინძელი ყატარი 2-0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 17 "ბარსელონელი" იასპარეზებს, რაც აბსოლუტური რეკორდია - ერთი კლუბიდან მუნდიალზე ამდენ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. 

2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე "ბარსას" 15 წარმომადგენელი ჰყავდა. 2010 წლიდან კატალონიელებს, სულ მცირე, 14 ფეხბურთელი ჰყავთ. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში 14 "ბარსელონელი" გაემგზავრა, ისევე, როგორც 2014 წელს ბრაზილიაში და 2018 წელს რუსეთში, ახლა კი ყატარში "ბარსელონას" 17 მოთამაშეს ვიხილავთ.

ხსენებული 17 ფეხბურთელი 8 ნაკრებშია განაწილებული: ერიკ გარსია, ალბა, პედრი, გავი, ბუსკეტსი, ფატი, ფერანიბალდე (ესპანეთი); კუნდე, დემბელე (საფრანგეთი); დე იონგიდეპაი (ნიდერლანდები); კრისტენსენი (დანია); რაფინია (ბრაზილია); არაუხო (ურუგვაი); ტერ შტეგენი (გერმანია); ლევანდოვსკი (პოლონეთი).

ლა მასია

ასევე, მუნდიალზე 15 ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც "ბარსას" აკადემია გაუვლიათ.

ასეთები არიან: ერიკ გარსია, ალბა, გავი, ბუსკეტსი, ფატი, ბალდე, დანი ოლმო (ესპანეთი); ჩავი სიმონსი (ნიდერლანდები); ლეო მესი (არგენტინა); ტაკე კუბო (იაპონია); ონანა, ჰონგლა (კამერუნი); პაიკ სინ-ჰო (სამხრეთ კორეა); ეზ აბდე (მაროკო); არაუხო (ურუგვაი).

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატზე "ბარსას" 7 ყოფილ მოთამაშეს ვნახავთ: ლეო მესი (არგენტინა); დანი ალვესი, ნეიმარი (ბრაზილია); ლუკ დე იონგი (ნიდერლანდები); დესტი (აშშ); გრიზმანი (საფრანგეთი); ლუის სუარესი (ურუგვაი); ბრეითუეიტი (დანია).

აგრეთვე, უნდა ვახსენოთ, რომ მუნდიალზე "ბარსელონას" ყოფილი 3 მწვრთნელი იმუშავებს: ლუის ენრიკე (ესპანეთი); ლუი ვან გაალი (ნიდერლანდები); ტატა მარტინო (მექსიკა). მათ გარდა, აღსანიშნავია, რომ მასპინძელ ყატარს, "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდის ყოფილი თავკაცი, ფელიქს სანჩესი წვრთნის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ნოემბერი 2022 15:29
    0
    მოკლედ ბარსელონას მიყავს პარადი ყოფილებით და ახლანდელებთან ერთად.
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 ნოემბერი 2022 10:40
    1
    გაბარსდა ყატარი...
    ფანი [?]
    #3 21 ნოემბერი 2022 05:10
    1
    არაუხო არაა ლამასიას აღზრდილი. ბარსას მეორე გუნდისთვის ვიყიდეთ 19 წლის
    ფანი [?]
    #2 20 ნოემბერი 2022 23:15
    4
    მწვრთნელობა ადვილი არ არის შეხედეთ პეპს ის ბევრი ფიქრისგან გამელოტდა(სერხიო აგუერო)
    😂😂😂😂😂😂
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 22:57
    1
    მეს კე ენ კლაბ,,გრითისთ🥰