ერიკ გარსია: მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში დიდი პრივილეგიაა

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია მუნდიალზე საუბრობს:
აქ ყოფნა პრივილეგიაა. იმ გამოცდილებას ვიღებ, რაზეც ყველა ოცნებობს, და ეს უნდა დავაფასო.
ტურნირზე საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბრძოლა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.
ჩვენი გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ვფიქრობ, ეს კომბინაცია ბევრ სარგებელს მოგვიტანს.
ლუის ენრიკეს სტრიმებით გაკვირვებულნი ვიყავით, მაგრამ მას ვუყურეთ და ვისიამოვნეთ.
ლუჩომ თავისი იდეები თავიდანვე გაგვაცნო. "მანჩესტერ სიტიში" და ახლა უკვე "ბარსაში" მსგავსი ფილოსოფიით ვთამაშობ. ვფიქრობ, ბურთთან ურთიერთობა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც აქ ვარ.
სავარჯიშო სესიებზე ყველანი ვშრომობდით, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოგვეპოვებინა. ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა.
ანსუს ბუნებრივი ტალანტი აქვს. ტრავმების გამო მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია. ფატი კვლავ გვაჩვენებს, რა შეუძლია, უბრალოდ, ცოტა უნდა მოვითმინოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]