რამონ პლანესი: ბალდეს ხეტაფეში წაყვანა მსურდა, მაგრამ ჩავიმ მისი პოტენციალი დაინახა

რამონ პლანესი: ბალდეს ხეტაფეში წაყვანა მსურდა, მაგრამ ჩავიმ მისი პოტენციალი დაინახა

"ბარსელონას" ყოფილი და "ხეტაფეს" ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, რამონ პლანესი ალეხანდრო ბალდეზე საუბრობს:

ბალდესა და მის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გასულ ზაფხულში ალეხანდროს "ხეტაფეში" მოყვანა ძალიან გვსურდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა - ჩავი მასზე იმედებს ამყარებდა.

მარკოს ალონსოს ტრანსფერზეც ვფიქრობდი. მასთან ურთიერთობით ვისარგებლე და ჩემი სურვილის შესახებ შევატყობინე. შანსი არსებობდა, რომ "ბარსას" მარკოსი გაენათხოვრებინა, რადგან ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო სურდა.

ალონსოსა და ჟორდი ალბას სახით ჩავის 2 ძალიან კარგი ფლანგელი ჰყავდა, მაგრამ მან ბალდეს შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან დაინახა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ნოემბერი 2022 15:47
    0
    რავიცი ბალდეს კარგ თამაშს მარტო ბრმა თუ ვერ დაინახავდა.