დე იონგი: ჩავიმ ჩემი გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა დატოვა

დე იონგი: ჩავიმ ჩემი გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა დატოვა

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი De Telegraaf-ისთვის მიცემულ საინტერესო ინტერვიუში ჩავი ერნანდესზეც საუბრობს და პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ როგორც ჩანს, მწვრთნელზე ცოტათი ნაწყენია.

დე იონგი გასული სეზონის ამბებს იხსენებს, როდესაც კლუბის მის გაყიდვას ფინანსური პრობლემების გამო ცდილობდა.

ჩავიმ ჩემი გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა დატოვა. მას არასდროს უთქვამს: "ფრენკი რჩება მიუხედავად ფინანსური სიტუაციისა". თუმცა მას არ ვადანაშაულებ.
არასდროს მქონია განცდა, რომ ჩავი ჩემ წინააღმდეგ იყო. მედიასთან საუბრისას ის ყოველთვის ამბობდა, რომ ჩემით კმაყოფილი იყო, მაგრამ ასევე არსებობს ფინანსური ფაქტორებიც. ვფიქრობ, მისთვის ამაზე საუბარი რთული იყო. გადაწყვეტილებებს ის არ იღებდა.

ფრენკიმ ასევე განაცხადა, რომ მისი კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებაში ბრალს კლუბის ხელმძღვანელობას სდებს, თუმცა "ბარსელონაში" მაინც დიდხანს დარჩენა სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ნოემბერი 2022 20:40
    0
    ცივი წყალი დალიე ფრენკ და გაგივლის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ნოემბერი 2022 15:52
    0
    თითქოს ყველაფერი ესმის და მაინც იდებილებს თავს, რა არის გაუგებარი გუნდი კატასტროფის წინაშე იდგა, მესი გაუშვეს ბარსას სახე და ეს უკადრისობს რო უკან უნდა მიეყოლებინათ.
    წევრი [?]
    #2 20 ნოემბერი 2022 18:05
    3
    უახლოეს მომავალში მესის ინტერვიუს და ლაპორტას გაფარჩაკებასაც უნდა ველოდოთ !!! barca-6 barca-4
    [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 16:49
    7
    იმიტო რო გუნდს აკოტრებდი 1, ვერ თამაშობდი 2, და ჯიუტად არ იკლებდი ხელფასს, ანუ გეკიდა გუნდის მდგომარეობა 3. ამიტო დააყენე და შეიმცირე ხელფასი