ლუის ენრიკე: ბალდე ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება აქვს

ლუის ენრიკე: ბალდე ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება აქვს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ალეხანდრო ბალდეზე საუბრობს:

ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება აქვს. ბალდეს კარგი ფიზიკური და ტექნიკური კონდიციები გამოარჩევს. გვინდა, ალექსმა თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. გუნდის ახალ წევრებს ვესაუბრეთ, რათა მათთვის ადაპტაციის პროცესი გაგვემარტივებინა და თავდაჯერებულობა მიგვეცა.

ალეხანდრო ბალდემ "ფურია როხას" რიგებში ტრავმირებული ხოსე გაია შეცვალა და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ნოემბერი 2022 15:54
    0
    მთავარია ფინალამდე მივიდნენ და არგენტინასთან მარცხი კი ეპატიებათ ახალგაზრდები არიან.
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 20:27
    0
    ძალიან მეშინია ახალგაზრდებზე დიდი წნეხია წლის ამ დროს ასეთი დატვირთვა, პედრი,ფატი, გავი, ბალდე დიდი რისკია