დე იონგი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ: მე ამ ხალხს ბრალს ვდებ, მაგრამ მათთან საერთო არაფერი მაქვს

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ერთ-ერთ ლიდერად მოვლენილი ფრენკი დე იონგი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებაში სდებს ბრალს.
ერთ დღესაც ჩემი კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა. ეს მე არ მიქნია და არსებობს ერთადერთი მხარე, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.
დაიბეჭდა წერილი, სადაც დასმული იყო კითხვა, ჰქონდა თუ არა ჩემ კონტრაქტს ჯერ კიდევ იურიდიული ძალა, რადგან ის ძველი პრეზიდენტის დროს იყო გაფორმებული. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი იმის გამო, რომ კლუბმა ასეთი რამ გააკეთა, მაგრამ მე არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო.
მე ამ ხალხს ბრალს ვდებ, მაგრამ მათთან საერთო არაფერი მაქვს. დიახ, ისინი "ბარსას" წარმოადგენენ, ვინაიდან კლუბს მართავენ, თუმცა მე მათ კლუბში ვერ ვხედავ, ისინი ჩემ ყოველდღიურობაში არ არსებობენ.
- აცხადებს ფრენკი დე იონგი De Telegraaf-თან საუბრისას,
ფრენკი ამ ყველაფრის მიუხედავად აცხადებს, რომ მას "ბარსელონაში" დიდი ხნით დარჩენა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]