ლუის ენრიკე: არასდროს მიფიქრია, რომ მწვრთნელი გავხდებოდი

ლუის ენრიკე: არასდროს მიფიქრია, რომ მწვრთნელი გავხდებოდი

"ბარსელონას" ყოფილი და ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუის ენრიკე გულშემატკივრებთან Twich-ით საუბრის დროს სამწვრთნელო კარიერის დაწყებაზე საუბრობს.

არასდროს მიფიქრია, რომ მწვრთნელი ვიქნებოდი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად მოგზაურობა გადავწყვიტე. შემდეგ სამწვრთნელო კურსები გავიარე და მივხვდი, რომ მომწონდა. თავიდან ბევრი რამ მაკლდა, მაგრამ ეს საქმე უფრო და უფრო მომწონდა.

ლუის ენრიკემ ფეხბურთელის კარიერა 2004 წელს "ბარსელონაში" დაასრულა, 4 წლის შემდეგ კი ის "ბარსა ატლეტიკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კატალონიელთა სარეზერვო გუნდში სამწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ლუჩომ ერთი წელი "რომაში" იმუშავა და ეს მის კარიერაში ერთადერთი წარუმატებელი მცდელობა იყო. 2013 წელს "სელტას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ერთი წლის შემდეგ "ბარსას" პირველი გუნდი ჩაიბარა, 2018 წელს კი ესპანეთის ნაკრები.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 20 ნოემბერი 2022 14:08
    0
    nika 54,
    რას გულისხმობ ? :DDDDD
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 13:33
    0
    ალბათ ისტორიაში შევა, მწვრთნელი რომელსაც ლეოსთან კონფლიქტი ქონდა. სეტიენს რომელსაც მესი არც კი უსმენდა, არასდროს უთქვავს მესისთან კონფლიქტი მქონდაო.