ბარსელონა ტერ შტეგენთან და დე იონგთან მოლაპარაკებებს იწყებს

ბარსელონა ტერ შტეგენთან და დე იონგთან მოლაპარაკებებს იწყებს

"ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან და ფრენკი დე იონგთან ხელფასების შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს და კლუბში ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ჟოან ლაპორტა აცხადებს, რომ ამჟამად კლუბს ფეხბურთელების დამატება არ შეუძლია. ამისთვის საჭიროა როგორც მოთამაშეების გაშვება, ასევე დარჩენილი ფეხბურთელების ხელფასების შემცირება. "ბლაუგრანა" იანვარში მემფის დეპაის გაშვებას განიხილავს, თუმცა კლუბს სახელფასო ხარჯის კიდევ უფრო შემცირება ჭირდება.

კატალონიური მედიის ცნობით "ბარსა" გუნდის ორ ლეგიონერთან, დე იონგთან და ტერ შტეგენთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც 2020 წელს კონტრაქტები კლემან ლანგლესთან და ჟერარ პიკესთან ერთად გაახანგრძლივეს. 2 წლის წინანდელი შეთანხმების გამო დღეს მათი ხელფასები ძალიანაა გაზრდილი. Capology-ს ცნობით "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის ხელფასი წელიწადში 37.5 მილიონი ევრო უჯდება, ხოლო ტერ შტეგენის - 9 მილიონი. ამ თანხაში არ შედის ბონუსები.

Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი და გერმანელი მეკარე კლუბის დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 ნოემბერი 2022 14:16
    3
    ცნობისთვის, ორივე ფეხბურთელი თანახმაა გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გაიღოს.
    //Barca.ge//
    =============
    wink wink wink
    ეხლა მიდი და გაიგე რომელი ინფორმაციაა სიმართლე...
    blush მგონი ულაპარაკოდ დათანხმდებიან..არცერთი არაა სხვაგან წამსვლელი, სიტუაციაც გუნდში დალაგდა, სიმშვიდეა და ძირითადის ხალხიც გამოიკვეთა, თან ფრენკიმ ბუსის ადგილი ვფიქრობ რომ დაიბევა!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ნოემბერი 2022 13:42
    1
    რავიცი არც ისე დიდი ხანია რაც დე იონგმა უკვე გაუშვა ლაპორტა რუსული გემის გზისკენ და ახლა რატომ დაიკლებს, მით უმეტეს თამაშს საკმაოდ მოუმატა.
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 12:20
    9
    37 ის დაკლება მესმის მარა 9 ის დაკლება რაღაა ასეღი დონის მეკარისთვის, გაუშვან ბუსკეცი და გამოთავისუფლდება