სერხიო აგუერო: ტერ შტეგენი ჩემს ხუმრობებს ვერასდროს იგებდა

სერხიო აგუერო: ტერ შტეგენი ჩემს ხუმრობებს ვერასდროს იგებდა

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ სერხიო ბუსკეტსთან სტრიმის დროს მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა:

ტერ შტეგენი ჩემს ხუმრობებს ვერასდროს იგებდა. ზოგჯერ, მარკს გვერდით ჩავუვლიდი და ვეტყოდი: "ჰეი, რა ხდება?", გერმანელი კი უბრალოდ უცნაური სახით შემომხედავდა. ეს ადამიანი ძალიან სერიოზულია.

აგუერომ "ბარსაში" სულ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო. ხუთივე მატჩში ტერ შტეგენიც მოედანზე იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 ნოემბერი 2022 13:55
    0
    მე მახსოვს კადრები მატჩის დროს სადაც ალვესი და შტეგოც სათადარიგოზე იჯდნენ, რამდენჯერმე აჩვენეს როგორ მასხარაობდა დანი რაღაც ქაღალდებს ჭმუჭნიდა და დამხმარე მწვრთნელს ესროდა, მერე კი სერიოზულ სახეს იღებდა ის რო შემობრუნდებოდა ხოლმე. მთელი სათადარიგო სასტავი ხარხარებდა და ერთადერთი ტერ შტეგენი უყურებდა ამ ყველაფერს სერიოზულად გაკვირვებული, იმდენად სერიოზულად, რომ როცა დანიმ მისკენაც სცადა სროლა მის შემოხედვაზე ეგრევე ჩაიქნია ხელი. ალბათ იფიქრა ამასთან ხუმრობას აზრი არა აქვსო.
    ფანი [?]
    #4 20 ნოემბერი 2022 11:34
    3
    ))) ჩემს ახალგაზრდობაში, როცა ვთამაშობდი, ჩემი მწვრთნელი იტყოდა ხოლმე: ყველა კაი მეკარე ცოტა დაქნეულიაო(ცოტა სხვა სიტყვით იძახდა), ოღონდ კაი გაგებით)) იმიტომ რომ რისი გაკეთებაც მათ უწევთ თამაშის დროს ნორმალური ფსიქიკა ვერ დაგეხმარებაო))).
    მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მარკი უმაღლესი დონის(ერთერთი საუკეთესო დღეს) მეკარეა და არაფერია გასაკვირი.
    Culé [?]
    #3 20 ნოემბერი 2022 11:07
    0
    ახალი გადმოსული იყო, დანიელამ ნასკები რომ ააფარა ცხვირზე, კინაღამ გასახდელში გაიქცა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ნოემბერი 2022 10:48
    5
    ხუმრობა თორე დედიშენისამ. მაგ სირობაზე იგივე რეაქცია მექნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2022 03:20
    0
    განსხვავებული ხასიათი და ფილოსოფია კუნ; barca-6