სერჟი ბარჟუანი: ალეხანდრო ბალდეს მსგავსი გზა მეც გავიარე

"ბარსელონას" ყოფილი მარცხენა მცველი, სერჟი ბარჟუანი ალეხანდრო ბალდეზე საუბრობს:
ბალდეს მსგავსი თავგადასავალი მეც მქონდა: ჩემი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, 6 თვეში ამავე ტურნირის ფინალში ვიყავი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე წამიყვანეს.
გამოუცდელობა თავს ყოველთვის იჩენს, მაგრამ როცა "ბარსას" პირველ გუნდში ხვდები და თამაშობ, ყველაფერს გააკეთებ. შესაბამისად, ალეხანდროს ესპანეთის ნაკრებშიც კარგად ასპარეზობა შეუძლია.
გასულ სეზონში ბალდემ მთელი წელი ჩავის ხელმძღვანელობით პირველ გუნდში ივარჯიშა. ერნანდესი მას ენდობა. დარწმუნებული ვარ, ჩავი ალექსს ვიდეოებს აყურებინებდა, და პროგრესი სახეზეა.
აკადემიიდან წამოსული ყველა ფეხბურთელი შეტევაში ძლიერია და უნიკალური თვისებები აქვს, მაგრამ დაცვით ასპექტში გარკვეულ ასაკამდე ასე კარგად ვერ ირჯებიან, რადგან მათ მუდამ ბურთი აქვთ.
ისინი დაცვაში თამაშს ჟუვენილში მოხვედრის შემდეგ იწყებენ და ცდილობენ, ეს კომპონენტი გააუმჯობესონ.
ბარჟუანი "ბარსელონას" პირველ გუნდში 1993-2002 წლებში ირიცხებოდა, 2009-2011 წლებში "ბარსას" აკადემიაში მუშაობდა, 2021-22 წლებში კი "ბარსა ატლეტიკის" მწვრთნელი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]