ჟერარ დეულოფეუ: ბარსელონას ახალგაზრდების დონე გასაოცარია

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ჟერარ დეულოფეუ კატალონიური კლუბის ახალგაზრდებზე საუბრობს:
ისინი უმაღლეს დონეზე არიან. გავი, პედრი, ანსუ, არაუხო... გასაოცარია იმის ნახვა, ეს ახალგაზრდები "ბარსაში" გარემოს როგორ აკონტროლებენ და ამ დონეზე თამაშობენ.
მათ საქმიანობას ძალიან ვაფასებ და ვიმედოვნებ, ასე გააგრძელებენ. "ბარსელონაში" დიდხანს დასარჩენად დიდი ძალისხმევაა საჭირო.
10 წლის წინანდელი ჩემი თავი? ბიჭი, რომელიც გაცემული ავანსების გასამართლებლად ზედმეტად არარეგულარული იყო. მას მენტალური და ფიზუკური ასპექტების გაძლიერება სჭირდებოდა.
თუმცა, კარგად მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, "ბარსა ატლეტიკი" დავტოვე და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. არ მქონდა იარაღი, რომ ყველაფერი მეკონტროლებინა - იმ ასაკში ეს ნორმალური იყო.
დეულოფეუ "ლა მასიაში" 2003-2011 წლებში ასპარეზობდა. მან "ბარსა" 2015 წელს დატოვა, 2 წლის შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ მისი კატალონიური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა. ამჟამად ჟერარი 28 წლისაა და "უდინეზეში" თამაშობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]