უეინ რუნი: არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტია, მესი კი - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი

უეინ რუნი: არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტია, მესი კი - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, უეინ რუნი მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებზე საუბრობს:

ჩემთვის, არგენტინა ფავორიტია. 2018 წლისგან განსხვავებით, ახლა მათ მესის გარშემო ბევრად მეტი და სოლიდური ფეხბურთელები ჰყავთ: ლაუტარო მარტინესი, ლეანდრო პარედესი, როდრიგო დე პაული და, რა თქმა უნდა, ანხელ დი მარია. 

გასულ წლის კოპა ამერიკის მოგება "ალბისელესტეს" თავდაჯერებულობას შემატებს და წნეხს მოარიდებს. მათ ხელს კლიმატიც შეუწყობს. ერთადერთი რამ, რაც არგენტინას აკლია, 9-იანია, მაგრამ, ვფიქრობ, სკალონის გუნდი ძალიან სახიფათო იქნება.

ლისანდრო მარტინესი ნამდვილად მომწონს. "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მისი თამაშები მინახავს და ეტყობა, რომ აგრესიულია. ნაკრებისთვის ლისანდრო იდეალურია და მათ წარმატებაში დიდ როლს ითამაშებს. 

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მესის ყველა დროის საუკეთესოდ აქცევს? ხალხი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებისას კრიშტიანუ რონალდუზეც იგივეს ამბობდა. დიდებული ისტორია იქნება, თუ მესი ან რონალდუ მსოფლიო ჩემპიონი გახდება.

როგორც არგენტინელი ფეხბურთელები ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მუნდიალი მესისთვის მოიგონ - ეს სიგიჟეა. ალბათ, ეს ყველაფერი მათზე ზეწოლას გაზრდის.

მესისა და რონალდუზე ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ბევრჯერ ვთქვი, რომ ლეო საუკეთესოა. მარადონას ვიდეოებს ხშირად ვუყურებდი - ის მესის მსგავსი იყო, მაგრამ ლეო უკეთესია. "ლა პულგას" ყველაფერი აქვს - მატჩის კონტროლის უნარი, დრიბლინგი, ასისტები... რონალდუ კი მხოლოდ გამტანია.

რატომაა მესის წინააღმდეგ თამაში ასეთი რთული? გუნდში მხოლოდ მესი არ იყო! ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა... "ბარსელონა" დიდებული კლუბი თავისმა ფილოსოფიამ გახადა. მატჩის ნახევრის განმავლობაში ისინი მოედანზე უბრალოდ დადიოდნენ, შემდეგ კი მოულოდნელად ცოცხლდებოდნენ - ეს ძალიან საშიში იყო.

დღეს მსგავს სტილს "მანჩესტერ სიტი" მიჰყვება - ნახეთ, როგორი მომთმენნი არიან. ეს სტრატეგია სწორ მომენტში ტემპს ცვლის, რაც მეტოქეს კლავს.

[The Times]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2022 17:08
    8
    ამიტომ ვერ იტანს რონალდუ ამას, რო მესის აყენებს პირველ ადგილზე. რონალდუმ ერთხელ თქვა სადღაც რუნის შურს ჩემიო იმიტომ რო უფრო კარგად გამოვიყურებიო და უფრო მაღალ დონეზე ვთამაშობო. რუნიმაც კარგად უპასუხა. კი ყველას შურს შენი იმიტომ რო ლამაზი ხარ და ბევრი ფული გაქვა, გოლებიც ბლომად გაქვს გატანილიო. მაგრამ არის ერთი კაცი რომელსაც არ შურს შენი და ეს ლეო მესიაო.
    ფანი [?]
    #2 19 ნოემბერი 2022 16:36
    1
    არგაგიგონ ძმა ეს ბაზარი თორე დანძრეული გაქ
    Culé [?]
    #1 19 ნოემბერი 2022 16:36
    4
    ლავ იუ როონეი