ფერან ტორესი: ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ფეხბურთში დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ

ფერან ტორესი: ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ფეხბურთში დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ფერან ტორესი სხვადასხვა თემაზე საუბრობს:

მართალია, რომ რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ საქმეს პროფესიონალურად მოვეკიდე და ახლა ძალიან კარგად ვარ. ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ფეხბურთში დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ.

ვფიქრობ, მუნდიალის ზამთარში გამართვა უკეთესია, რადგან ტურნირს ფიზიკურად ბევრად კარგ ფორმაში ვხვდებით. მგონია, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან მაღალ დონეს ვიხილავთ.

მუნდიალზე ჩემი პირველი მოგონება, რა თქმა უნდა, ნიდერლანდებთან მოგებული ფინალი და ინიესტას გოლია. ეს მომენტი ძალიან კარგად მახსოვს.

17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინება? იღბლიანი ვარ, რომ ყველა კატეგორია გამოვიარე და დიდ წარმატებებს მივაღწიე.

ტრავმების არ მეშინია. თუ საკუთარ თავზე იზრუნებ, ნაკლები რისკია, რომ დაზიანდე.

კარგი იქნება, თუ წარულში განცდილ წარუმატებლობებზე არ ვიფიქრებთ. საკუთარი თავისა და მწვრთნელის გვჯერა. შრომისმოყვარე გუნდი ვართ და თავს მშვიდად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ ყველაფერს გავიღებთ. 

ლუის ენრიკე ფეხბურთელებს იცავს, რაც დასაფასებელია. მანაც დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ კადგად იცის, ამას როგორ გაუმკლავდეს.

ჯგუფში 3 ძლიერი გუნდი გვყავს - ეს მსოფლიო ჩემპიონატია. სამივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს და პრობლემებს შეგვიქმნის.

ფავორიტები? ასეთი ბევრია, მათ შორის, ჩვენც. ესპანეთს დიდი პოტენციალი აქვს. მაქსიმუმს გავიღებთ.

ამ მაისურის ტარება ძალიან მსიამოვნებს. გამიმართლა, რომ ესაპნეთს წარმოვადგენ და მისთვის ბევრი გოლი გამაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 ნოემბერი 2022 22:47
    1
    ციტატა: .Gladiator.
    ზეწოლას თუ ვერ უმკლავდები საერთოდ შეეშვი თამაშს სიმამრიჩ

    მაგ ფრაზის გაჟღერებას მეც ვაპირებდი, მაგრამ "სიმამრიჩის" ხსენებაზე ქოცები გადამეკიდებიან თქო და შევიკავე თავი smiley
    წევრი [?]
    #6 19 ნოემბერი 2022 20:50
    2
    ვერ ვხვდები რატომ უნდა თამაშობდეს ეს ბიჭი ბარსაში. რას ქვია ზეწოლის ქვეშ ხარ ? მომენტებს რო ვერ იყენებ, დრიბლინგს რომ ვერ აკეთებ და მკვდარივით რო დაიარები სტადიონზე ეგაა ზეწოლის ბრალი ? მე კლასის ნაკლებობა მგონია, თორემ აგერ კვარაცხელიამ თავიდანვე დაიწყო გოლების გატანა, ძაან მაგარი დაწყება აქვს და ზეწოლა ამას რო აქ ისეთი უნდა. ეჰ საით მიექანება ბარსა ამ იდიოტების ხელში......საით)))
    Culé [?]
    #5 19 ნოემბერი 2022 18:08
    0
    ციტატა: .Gladiator.
    ზეწოლას თუ ვერ უმკლავდები საერთოდ შეეშვი თამაშს სიმამრიჩ

    joy "სიმამრიჩ"! ::დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 ნოემბერი 2022 17:53
    1
    ფსიქოლოგიური წნეხი მაღთლა ჰქონდა ამას;
    ნაკრებში კიდევ უფრო შედეგიანია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2022 17:13
    1
    ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ფეხბურთში დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ.
    ამას გონია მოკრივეები, მოჭიდავეები, კალათბურთელები ზეწოლის ქვეშ არ არიან?
    Culé [?]
    #2 19 ნოემბერი 2022 15:51
    0
    ზეწოლას თუ ვერ უმკლავდები საერთოდ შეეშვი თამაშს სიმამრიჩ
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #1 19 ნოემბერი 2022 15:50
    2
    ტოპ კლასის იგროკები ზეწოლას უძლებენ მაგით ხდები საუკეთესო აბა თუ ვერ დაძლიე იქნები ჩვეულებრივი არავისგან გამორჩეული ლევანტეს დონის იგროკი)