ლუის ენრიკეს პირველი სტრიმი: თუ არა ესპანეთი, მაშინ მესი

ლუის ენრიკეს პირველი სტრიმი: თუ არა ესპანეთი, მაშინ მესი

რამდენიმე დღის წინ ლუის ენრიკემ დააანონსა, რომ სტრიმერობას იწყებს და მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას Twitch-ზე გულშემატკივრებთან პირდაპირი კომუნიკაცია ექნება.

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს პირველი ჩართვა გუშინ ღამით ჰქონდა.

სტრიმებში დამწყები ვარ. მე-3 დივიზიონის ფეხბურთელივით გამოვიყურები. ჯანდაბას, მსაჯი რომ არსებობდეს, წითელ ბარათს მომცემდა.
ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად FIFA 23-ს თუ ვთამაშობ? არა, მაგრამ ფლეისთეიშენს ივან დე ლა პენიასთან და კარლეს პუიოლთან ერთად ვთამაშობ ხოლმე. ყველაფერს სერიოზულად ვუდგებით. ივანი, პუიოლი და მე ვიკრიბებით, ცოტას ვსვამთ და ვიდეოთამაშებს ვთამაშობთ.
ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ბევრია, მაგრამ დავიდ ვილიას დავასახელებ.
ერთი წლის წინ ნაკრების ფეხბურთელებს დავალება მივეცი - კლუბში ვარჯიშების დროს 1000 თერთმეტმეტრიანი შეესრულებინათ. პენალტებზე ნაკრებშიც ვვარჯიშობთ.
თუ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, გამიხარდება, თუ ამას არგენტინა გააკეთებს. მიზეზი მესია. უსამართლობა იქნება, თუ მესი კარიერას მსოფლიო თასის გარეშე დაასრულებს.
ასე იმიტომ ხომ არ ვსაუბრობ, რომ ნასვამი ვარ? არა. ასეთია ჩემი პიროვნება, თუმცა ნასვამი არ ვარ.
მე არ ვწყვეტ, რა ნომრებით ითამაშებენ ფეხბურთელები. შედგა სია იმის მიხედვით, თუ ვის რამდენი თამაში ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული. სიაში პირველი ნომერი ბუსკეტსი იყო.
ანსუ ფატიმ შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ჩემ ერთ-ერთ მწვრთნელს ვკითხე, თუ რანაირად არის ის ასეთი კარგი.
ყველაზე სახალისო ფეხბურთელი გუნდში? პედრი მისი აქცენტისა და საუბრის გათვალისწინებით. ალბა მთელი დღე ხუმრობს, მაგრამ ყველას მხარდაჭერას უცხადებს. ფერანი პედრის ჰგავს. ხუმრობა გავისაც უყვარს. მათ ყველას კი ბუსკეტსი აკონტროლებს.
თამაშების შემდეგ სტრიმები არ მექნება. ამ დროს დაღლილი ვარ და თან მუშაობაა საჭირო. სტრიმები არც მოგებული თამაშების შემდეგ მექნება.
ფეხბურთელი რომ ვიყო, ჩემ საუკეთესო ფორმაში, მოვხვდებოდი თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე? არა, წავიდოდი როგორც სტრიმერი და არა ფეხბურთელი. შესაძლოა, 26 კაცში მოვხვედრილიყავი, არ ვიცი. თუმცა ბევრს ვერ ვითამაშებდი. ამ გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია.
მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები? ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, ნიდერლანდები, შესაძლოა ბელგიაც. ამ საკითხში ორიგინალური ვერ ვიქნები.
კომენტარებს ასე სწრაფად როგორ წერთ? მათ წაკითხვას ვერ ვასწრებ. ჩატი იმდენად სწრაფია, რომ ნიკო უილიამსს ჰგავს.
ამ სტრიმს 100 ათასზე მეტი ადამიანი უყურებს. მათი ნახევარი მამას მეძახის. არ ვიცი, როგორ უნდა მოგცეთ ყოველ კვირას ფული, როგორც ამას მამები აკეთებენ.
ბალდე ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მაღალი დონის ფეხბურთელია. მას მთელი გუნდი დაეხმარება. ის დიდებული მოთამაშეა.
სტრიმერობა მომწონს, ლაპარაკი მიყვარს. სკოლაში იმდენს ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ საკლასო ოთახიდან მაგდებდნენ.
არ მინდა, ჟურნალისტები ჩემზე გაბრაზდნენ იმის გამო, რომ მათ საქმეს ვითავსებ. სტრიმების დროს არ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რომლებზეც პრესკონფერენციის დროს ვსაუბრობ. ჩემი მიზანია, რომ ჟურნალისტები იმედგაცრუებულები არ დარჩნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 ნოემბერი 2022 05:44
    0
    ციტატა: mesi_10
    ვისურვებდი მსოფლიოს ფინალში არგენტინა ესპანეთი შეხვდნენ ერთმანეთს და რაც შეიძლება უხვგოლიანი თამაში შედგეს რომლის ძირითადი დრო ვთქვათ 5-5 დასრულდეს აქედან მინიმუმ 3 გოლი მესიზე ოდიოდეს და 2 საგოლე ასისტი ამის შემდგომ დამატებით ტაიმებში კიდევ 2-2 გოლი გავიდეს და საბოლოოთ პენალტებში ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდს ესპანეთი და ის ბოლო პენალტიც მესიმ გაიტანოს აი ასე წარმომიდგენია საფეხბურთო ზეიმი მესის მიერ აღმართული მსოფლიო თასით.. მოკლეთ ძალიან ზღაპრულათ ჟღერს მარა მზად ვარ მესის გამო ესპანეთის წაგებაზე დავდო ფსონი ...

    შესანიშნავი ფინალია, მეც მივესალმები ასეთ სცენარს;
    მაგრამ ბადე რის საშუალებას იძლევა?! მგონი ერთ კალათაში არიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 ნოემბერი 2022 22:40
    0
    ვისურვებდი მსოფლიოს ფინალში არგენტინა ესპანეთი შეხვდნენ ერთმანეთს და რაც შეიძლება უხვგოლიანი თამაში შედგეს რომლის ძირითადი დრო ვთქვათ 5-5 დასრულდეს აქედან მინიმუმ 3 გოლი მესიზე ოდიოდეს და 2 საგოლე ასისტი ამის შემდგომ დამატებით ტაიმებში კიდევ 2-2 გოლი გავიდეს და საბოლოოთ პენალტებში ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდს ესპანეთი და ის ბოლო პენალტიც მესიმ გაიტანოს აი ასე წარმომიდგენია საფეხბურთო ზეიმი მესის მიერ აღმართული მსოფლიო თასით.. მოკლეთ ძალიან ზღაპრულათ ჟღერს მარა მზად ვარ მესის გამო ესპანეთის წაგებაზე დავდო ფსონი ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ნოემბერი 2022 17:58
    0
    თუ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, გამიხარდება, თუ ამას არგენტინა გააკეთებს. მიზეზი მესია. უსამართლობა იქნება, თუ მესი კარიერას მსოფლიო თასის გარეშე დაასრულებს.
    ეს სხვათა შორის ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა თქვა, მათ შორის რუნიმაც და კასანომაც.
    Culé [?]
    #4 19 ნოემბერი 2022 16:05
    1
    როგორც ყოველთვის, ლუჩოს სანაკრებო არჩევანი ბარსას მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელებით იწყება და თუ ადგილი დარჩა მერე მიჰყავს სხვა გუნდებიდან..
    joy joy მიყვარს ეს ადამიანი.
    ჩვენმა გადარეულებმა რომ მსოფლიო მოიგონ, აი მერე ვიხილავთ ამათ გიჟობებს ჩემპიონატში..:::დდდ
    joy joy joy joy joy
    Culé [?]
    #3 19 ნოემბერი 2022 14:01
    2
    მაგარი ძმაა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 19 ნოემბერი 2022 12:53
    3
    ძაან ბევრი აგინებს ამ კაცს განსაკუთრებით მადრიდისტები დაბოღმილები იმაში კი შეცდა რო ტიაგო რამოსი რომარ წაიყვანა მაგრამ ახალგაზრდებზე აწყობს ნაკრებს და ესეც კარგია თუმცა გსმოცდილიც საჭიროა მჯერა რო ესპანეთი მინიმუმ ნახევარ ფინალამდე გავა❤️🇪🇸
    ფანი [?]
    #1 19 ნოემბერი 2022 12:42
    6
    ძააან მიყვარს ეს კაციიიი ძააან😀💘იმედია ოდესმე დაბრუნდება ბარსელონაშიიი