ბარსელონაში ეჭვობენ, რომ ურუგვაის ნაკრები რონალდ არაუხოს დააჩქარებს

ხავი მიგელის ცნობებით, "ბარსელონაში" ეჭვობენ, რომ ურუგვაის ნაკრები რონალდ არაუხოს რეაბილიტაციის პროცესს დააჩქარებს.
არაუხოს ოპერაციიდან 2 თვეც არ გასულა, ის კი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუ რონალდმა პორტუგალიასთან ითამაშებს, გამოდის, რომ ფეხბურთელი მოედანზე მოსალოდნელზე 1 თვით ადრე დაბრუნდება, რაც ძალიან ბევრია.
"ბარსა" და ურუგვაის ნაკრები შეთანხმდნენ, რომ არაუხო ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს, და თუ ურუგვაელები ამ პირობას დაარღვევენ, კატალონიური კლუბი მათი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას პასუხს მოსთხოვს.
მიუხედავად ამისა, რონალდი "ბარსელონას" დაჰპირდა, რომ რეაბილიტაციის პროცესს არ დააჩქარებს და კლუბის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, არაუხოს თამაშის ნებართვა მხოლოდ მაშინ ექნება, როცა თანხმობას როგორც ურუგვაის ნაკრების, ასევე "ბარსას" ექიმებისგან მიიღებს. მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილნი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]