უეინ რუნი: არაერთხელ ვთქვი, რომ მესი საუკეთესოა

უეინ რუნი: არაერთხელ ვთქვი, რომ მესი საუკეთესოა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა უეინ რუნი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ მას საუკეთესოდ კვლავ არგენტინელი მიაჩნია.

მესისა და რონალდუს შედარებაზე ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე არაერთხელ ვთქვი, რომ საუკეთესო მესია.
მესის ყველაფერი აქვს, თამაშის კონტროლი, დრიბლინგი, ასისტები... რონალდუ კი უფრო გოლეადორია.

- განაცხადა რუნიმ The Times-თან საუბრისას.

ცოტა ხნის წინ რონალდუმ რუნიზე განაცხადა, იმიტომ მაკრიტიკებს, რომ უკეთ გამოვიყურებიო. პორტუგალიელს მორიგი მიზეზი გაუჩნდა, რომ ინგლისელზე კიდევ უფრო მეტად იყოს ნაწყენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2022 18:56
    1
    რონალდუმ უკვე გაიჩალიჩა მანჩესტერიდან გაშვება(ბოდიში გაგდება) იმ ცნობილი ინტერვიუს შემდეგ. ვიღას არ ეხვეწა მაგის აგენტი არავის რონალდუ თავისთან არ უნდა. მე მგონი ავსტრალიიდან აქვს შეთავაზება. ალბათ იქაური ჭ კლასის გუნდიდან. მახსოვს ისლანდიელები რონალდუში 20 ცხვარს იძლეოდნენ, ავსტრალიელები ალბათ რამდენიმე კენგურუში გაცვლიან.
    ფანი [?]
    #1 18 ნოემბერი 2022 23:38
    0
    რასქვია ბრააატ