9 ფეხბურთელი, რომლებსაც ბარსელონა მუნდიალის დროს დააკვირდება

"ბარსელონა" მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას გეგმავს, წინ კი მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ითამაშებენ. ბუნებრივია, კატარში გასამართ მუნდიალზე "ბარსელონას" სკაუტები მრავლად იქნებიან მივლენილნი.
Sport გვთავაზობს იმ 9 ფეხბურთელის ჩამონათვალს, რომლებსაც "ბარსა" მსოფლიო ჩემპიონატის დროს დააკვირდება
მარჯვენა მცველები
- ხუან ფოიტი
- დიოგუ დალო
- ბენჟამინ პავარი
ცენტრალური მცველი
- იოსკო გვარდიოლი
ნახევარმცველები
- ბერნარდუ სილვა
- ენსო ფერნანდესი
- რუბენ ნევეში
- იური ტილემანსი
- ილქაი გიუნდოდანი
მათ გარდა ჩავის სიაში ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი და საყრდენი ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი არიან. მეტიც, ისინი თავიანთ პოზიციაზე კლუბის ფავორიტები არიან, თუმცა ეს ორი ესპანელი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]