კრიშტიანუ რონალდუ მესიზე: განსაცვიფრებელი ფეხბურთელი... ჯადოსნური, უმაღლესი დონე...

ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში ლიონელ მესიზეც ისაუბრა და არგენტინელი შეაქო როგორც ფეხბურთელი, ასევე პიროვნება.
განსაცვიფრებელი ფეხბურთელი... ჯადოსნური, უმაღლესი დონე... რაც შეეხება პიროვნებას, ჩვენ ამ სცენას 16 წელია, ვიყოფთ... წარმოიდგინეთ, 16 წელი. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მეგობრები არ ვართ. მეგობარში ვგულისხმობ ადამიანს, ვინც შენთან სახლში მოდის, ვისაც ტელეფონზე ესაუბრები... არა, მაგრამ ის თანაგუნდელს ჰგავს. ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ იმის გამო, თუ როგორ საუბრობს ხოლმე ის ჩემზე. მისი ცოლი და ჩემი ცოლი, ჩემი მეგობარი გოგო ერთმანეთს ასევე პატივს სცემენ. ისინი ორივენი არგენტინიდან არიან, ჩემი მეგობარი გოგოც არგენტინიდანაა.
რა უნდა ვთქვა მესიზე? ძალიან კარგი ადამიანია, რომელმაც ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა.
კითხვაზე, არის თუ არა მესი საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუს შემდეგ, რომელიც მას უნახავს, პორტუგალიელი პასუხობს:
ალბათ კი. ის... ალბათ ზიდანიც.
კრიშტიანუმ ასევე განაცხადა, რომ მესისთან ერთად არასდროს უვახშმია, თუმცა ამაზე უარს არ იტყოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]