ბარსელონამ დეკემბერში, შესაძლოა, იუვენტუსთან ამხანაგურად ითამაშოს

ბარსელონამ დეკემბერში, შესაძლოა, იუვენტუსთან ამხანაგურად ითამაშოს

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კლუბებს წინასასეზონო მზადების მსგავსი პროცედურების გავლა მოუწევთ იმისათვის, რომ სეზონის მეორე ნახევარს მომზადებულები შეხვდნენ.

ზოგმა გუნდმა ამხანაგური თამაშების ჩატარება უკვე დაიწყო, ევროპული გრანდები კი ჯერ დაგეგმვის ეტაპზე არიან.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" და "არსენალი" 17 დეკემბერს ლონდონში ამხანაგურად თამაშის ვარიანტს განიხილავენ.

ბოლო ცნობებით, რომელსაც Sport ავრცელებს, "ბარსას" კიდევ ერთი პოტენციური მეტოქე "იუვენტუსია". კატალონიური მედიის ცნობით მხარეები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, გუნდები ერთმანეთს 22 დეკემბერს ტურინში დაუპირისპირდებიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ნოემბერი 2022 22:40
    0
    იუვესაც ბლომად ხალხი ყავს მუნდიალზე გაშვებული
    ფანი [?]
    #2 17 ნოემბერი 2022 22:15
    0
    და რანაირად 18ში არმთავრდება მსოფლიო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ნოემბერი 2022 16:19
    0
    იმედია არ წავაგებთ ორივეს და სულ არ გავუფუჭებთ ბიჭებს ხასიათს მეორე წრის წინ.